სიზმრის ახსნა კვირის დღეების მიხედვით • სიზმრის ახსნა თვის რიცხვების მიხედვით
|
ცა – მოწმენდილი ცა
გპირდებათ პატივსა და სასიამოვნო მოგზაურობას ყველაზე გამორჩეულ
საზოგადოებასთან ერთად. თუ ცა მოფენილია ღრუბლებით, ეს მოასწავებს თქვენი
იმედების გაცრუებას. ცალთვალა – ცალთვალა ადამიანი ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ თქვენ გარშემო ინტრიგა მზადდება, რასაც მიზნად აქვს თქვენი კეთილდღეობის დარღვევა. ცარცი – თუ ქალი უბრალო ცარცით ითეთრებს სახეს–ეს
მეტყველებს მის იდუმალ მცდელობაზე თაყვანისმცემლების გაჩენის შესახებ. თუ
სიზმარში ცარცით წერთ დაფაზე–ცხადში გელით აღიარება და პატივი (ეს ეხება
ნებისმიერი ფერის ცარცით წერას, გარდა შავისა). ცდუნება, შეცდენა – თუ გოგონა სიზმარში ვიღაცამ აცდუნა, იგი შეიძლება გაერთოს ისეთი ადამიანით, რომლის მომხიბვლელი გარეგნობის ქვეშ სულის სიმდაბლე იმალება. მამაკაცისათვის, სიზმარი, რომელშიც მას მაცდუნებელი ესტუმრება, აფრთხილებს, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდება მზადდება. თუ სიზმარში ცდუნებას აყევით, ცხადში შეიძლება უსიამოვნო საქმეებში აღმოჩნდეთ გარეული და დაკარგოთ თქვენი მეგობრების პატივისცემა. თუ დაგესიზმრათ, რომ ცდუნებას გაუძელით, ცხადშიც მოიპოვებთ კონკურენტებზე გამარჯვებას ცეკვები – სიზმარში მოცეკვავე ბავშვები ქალიშვილს უწინასწარმეტყველებენ ბედნიერ გათხოვებას და მეგობრულ ოჯახს. ვაჟს კი ადვილ, მაგრამ საინტერესო სამსახურს. თუ თქვენს სიზმარში ასაკოვანი ხალხი ცეკვავს, ცხადში თქვენს საქმიან სფეროში კარგი პერსპექტივები გადაიშლება. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ ცეკვავთ, ისეთი წარმატება გელით, რასაც დიდი ხანია ელით ცეკვის მასწავლებელი – თუ გესიზმრებათ ცეკვის მასწავლებელი, ცხადში დაივიწყებთ საქმეებს საკუთარი ქარაფშუტული ახირების გამო. ცელი, ცელვა – თუ გესიზმრებათ ცელი–ნიშნავს, რომ რომელიღაც ავადმყოფობა მოგწყვეტთ თქვენი საქმიდან ან ხელს შეგიშლით დაგეგმილ მოგზაურობაში. ძველი ან გატეხილი ცულის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ დაცილებას ამხანაგებთან ან საქმიან ჩავარდნას ცემა – თუ სიზმარში ვიღაც ძალიანაა გაბრაზებული თქვენზე ან გცემთ–ცუდია. ასეთი სიზმრის შემდეგ მოსალოდნელია ოჯახური უთანხმოება და კამათი. სიზმარში ბავშვის ცემა ნიშნავს, რომ თქვენ დამსახურებულად მიიღეთ ვიღაცის კუთვნილი ქონება ცერემონია – თუ სიზმარში საზეიმო ცერემონიის მონაწილე ხართ, ცხადში სოციალური კიბის მაღალ საფეხურებზე ახვალთ. თუ გოგონა ასეთი სიზმრისას გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას გრძნობს, ე.ი. მის ოცნებებს ახდომა უწერიათ ცერცვის, ლობიოს მარცვლები – ეს ცუდი სიზმარია. თუ ხედავთ გაზრდილ ცერცვს–მწუხარებისა და ბავშვების ავადმყოფობის ნიშანია. გამხმარი ცერცვი–დიდი იმედგაცრუებაა შეთანხმების საქმეში. უახლოეს მომავალში განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ ინფექციურ ავადმყოფობას ოჯახში. სიზმარში ცერცვის (ლობიოს) ჭამა საყვარელი ადამიანის მარცხზე ან მის ავადმყოფობაზე მიუთითებს ცეცხლი – ცეცხლი სიზმარში კარგი ნიშანია, თუ თქვენ არ
იწვით მასში. ასეთი სიზმარი მეზღვაურებს წარმატებულ მოგზაურობას ჰპირდება,
მიწათმოქმედებს–შემოსავალს; ცეცხლი თქვენს სახლში მყარ მეგობრობასა და
დამჯერ ბავშვებს გპირდებათ. თუ ცეცხლი გამყიდველს ესიზმრა მის
მაღაზიაში–მისი საქმეები წარმატებით განხორციელდება. ცეცხლის საჩხრეკი – თუ თქვენ სიზმარში ნახეთ სიწითლემდე გამოწრთობილი საჩხრეკი ან მისი გამოყენებით ვინმეს ეჩხუბებოდით, ეს ნიშნავს, რომ წარმატებით გაართმევთ თავს თქვენს წილ სიძნელეებსა და განსაცდელებს ციგა – ციგა სიყვარულში წარუმატებლობასა და მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებს. თუ თქვენ ციგაობთ, ცხადში დაუფიქრებელი ვალდებულებები დაგეკისრებათ ციგურებით სრიალი – თუ სიზმარში ციგურებით სრიალებთ ყინულზე, გემუქრებათ სამსახურის ან რაღაც ფასეულის დაკარგვა. თუ სრიალისას ჩაგიტყდებათ ყინული, ე.ი. თქვენი მეგობარი არ აღმოჩნდება ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება რჩევა ჰკითხოთ. თუ სიზმარში ხედავთ, როგორ სრიალებენ სხვები, გახდებით თქვენსა და თქვენს თაყვანისმცემელთან დაკავშირებული მითქმა–მოთქმის მსხვერპლი. ციგურების ნახვა ნიშნავს განხეთქილებას თქვენს პარტნიორებთან. სიზმარში გორგოლაჭებიანი ციგურებით მოსეირნე ახალგაზრდების ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ კარგად იგრძნობთ თავს, მიიღებთ კმაყოფილებას იმით, რომ შეძლებთ სხვების გულისათვის თქვენი კეთილდღეობის მსხვერპლად მიტანას ცილისწამება – თუ დაგესიზმრათ, რომ ცილი დაგწამეს, სინამდვილეში უპატიოსნობა და უვიცობა თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება. თუ სიზმარში თვითონ დასწამეთ ვინმეს ცილი. მაშინ თქვენი ეგოიზმის წყალობით მეგობარს დაკარგავთ ციმბალა – თუ სიზმარში ციმბალების ხმა გესმით, თქვენს შემოქმედებით გეგმებს შესაბამისი აღიარება ექნება. ქალისათვის ასეთი სიზმარი თავისუფალ, სხვების მიმართ შურის გრძნობის გარეშე ცხოვრებას მოასწავებს ცისარტყელა – ცისარტყელა დიდ სიხარულს გიქადით, განსაკუთრებით კარგია ეს სიზმარი შეყვარებულთათვის ციფრები – თუ სიზმარში ციფრებს ხედავთ, ეს თქვენს გადაღლილობას და ავადმყოფობას მოასწავებს. თქვენ საკუთარ თავს უნდა მიხედოთ, რადგან თქვენ შრომის უნარიანობაზეა დამოკიდებული იმ საქმეების ბედი, რომელთაც თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ციყვი – თუ სიზმარში ნახეთ ციყვი–ელოდეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სტუმრობას, ბიზნესში კი წარმატებას. თქვენს მიერ ციყვის მოკლა გიქადით მარტოობას და მტრულ გარემოცვას. თუ ციყვს მისდევს ძაღლი–გელით მეგობართან კამათი ციცხვი – სიზმარში ციცხვის ნახვა მიგანიშნებთ, რომ თქვენ გიმართლებთ მეგობრების არჩევანში, ხოლო ბავშვები თქვენი ბედნიერების წყარო იქნებიან. თუ ციცხვი ძველი და ჭუჭყიანია, მაშინ სერიოზული დანაკარგი გექნებათ. ციხე – თუ გესიზმრებათ ციხე ან პატიმრები, ცხადში
ეცდებით მიაღწიოთ პრივილეგიებს იმ პირებთან, რომლებთანაც გაკავშირებთ
ნდობით აღსავსე ურთიერთობები. თუ ციხე თქვენს სიზამრში
გაკაშკაშებულია–რეალურ ცხოვრებაში თქვენი პრინციპულობა დაგეხმარებათ
უსიამოვნების თავიდან აცილებაში. ციხე–დარბაზი – თუ გესიზმრებათ, რომ ძველ ციხე
დარბაზში იმყოფებით, ე.ი. გახდებით ისეთი ქონების მფლობელი, რომელიც
შესაძლებლობას მოგცემთ, იცხოვროთ ისე, როგორც მოგინდებათ, შეგეძლებათ ბევრი
იმოგზაუროთ და გქონდეთ კონტაქტები სხვდასხვა ეროვნების ადამიანებთან. ციხე–სიმაგრე – თუ თქვენ დაპატიმრებული ხართ ციხეში–თქვენი მტრები შეისრულებენ სურვილს და ჩაგაყენებენ უხერხულ მდგომარეობაში. სხვების ჩასმა ციხეში ნიშნავს, რომ თქვენ ბიზნესში იქნებით ხელმძღვანელი და ქალების გულთამპყრობელი ციხის ზედამხედველი – ციხის ზედამხედველი–მუხანათობის სიმბოლოა; ამის გარდა ზოგჯერ ეს სიზამრი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს გარემოცვაში გამოჩნდება უღირსი ქალი, რომლის გატაცებით საკუთარ თავს ავნებთ ცოდვების მიტევება – თუ ქალს სიზმარში ცოდვები მიეტევება–ჭორებში გაეხვევა და განსჯის საგანი გახდება საკუთარი ქცევების გამო. ცოლი – თუ მამაკაცს დაესიზმრება თავისი ცოლი– ე.ი. განიცდის სულიერ დისკომფორტს დაუმთავრებელი საჭირო საქმისა და სახლის მოუწყობლობის გამო. თუ სიზმარში ცოლი უჩვეულოდ მოსიყვარულეა–ცხადში ის მიიღებს მნიშვნელოვან მოგებას რისკიანი სავაჭრო გარიგებიდან. თუ ქალს ესიზმრება, რომ ქმარი სცემს მათრახით, ე.ი. თავისი უხერხული და წინდაუხედავი საქციელით მალე დაარღვევს ჰარმონიას სახლში, თუ არ გააკეთებს შესაბამის დასკვნას სიზმრიდან. ცოცხი – ახალი ცოცხი გპირდებათ გალაღებას და ცვლილებებს უკეთესობისაკენ. ძველი ან გაცვეთილი ცოცხი გაფრთხილებთ დანაკარგსა და იმედგაცრუებაზე. თუ ქალი სიზმარში კარგავს ცოცხს, მას შეხვდება უმაქნისი და ზარმაცი ქმარი ცოცხლად დამარხვა – თუ დაგესიზმრათ, რომ ცოცხლად დაგმარხეს, არ შეშინდეთ. ამ სიზმრის არსი უკავშირდება სიკვდილს, უბრალოდ, ცხადში თქვენ უკვე ახლოს იყავით იმასთან, რომ ჩაგედინათ გამოუსწორებელი შეცდომა, და ეს სიზმარი გევლინებათ მხოლოდ გაფრთხილებად. თუ სიზმარში უვნებლად ამოდიხართ საფლავიდან, ცხადში დიდი ძალისხმევის შედგად, იპოვით ჭეშმარიტ გზას ბედნიერებისაკენ ცრემლები – თუ სიზმარში ტირით, ბედმა შეიძლება უბედურება მოგიმზადოთ. თუ მტირალ ადამიანებს ნახავთ სიზმარში, თქვენი უბედურება გარშემომყოფთ გულგრილად არ დატოვებს ცხავი, ცხრილი – სიზმარში ნანახი ცხავი თქვენი მხრიდან გულდასაწყვეტი საქციელის ჩადენას მოასწავებს. თუ ცხავი წმინდაა, გექნებათ შეცდომის გამოსწორების საშუალება. თუ ცხავის ნახვრეტები ძალზე მსხვილია–თქვენ იმასაც დაკარგავთ, რაც მოიპოვეთ. ცხენი -სიზმარში თეთრი ცხენით ჯირითი ან მისი ნახვა
კარგი ნიშანია, რომელიც გპირდებათ მეგობრული კავშირის სიმტკიცეს,
ამხანაგებთან შეხვედრის სიხარულსა და ქალების ერთგულებას. თუ ხედავთ, რომ
თქვენი ცხენი გამხდარი და ჭუჭყიანია, შესაძლოა, მატყუარა მეგობრებისაგან ან
ქალისაგან გაყიდვა და შური. შავი ცხენი მიგანიშნებთ, რომ თქვენ დაკავებული
იქნებით საქმიანობით, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ის ფუჭი და
ამაოა. ქალისთვის ეს სიზმარი ქმრის მოღალატეობაზე მიანიშნებს. ცხვარი – თუ სიზმარში ცხვარს კრეჭთ–მალე სარფიან
წინადადებას მიიღებთ; ცხვრის ფარა წარმატების საწინდარია: ყელა პროფესიის
ადამიანისათვის დგება ბედნიერი და შემოსავლიანი დრო. გამხდარი, მჭლე ხორცი
თუ გესიზმრათ, თქვენი გეგმები, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდით, არ
განხორციელდებიან. ცხვრის ხორცის ჭამა სიკეთის ნიშანია: არაკეთილმოსურნენი
დასცინებენ თქვენს გრძნობებს. ცხვირგრძელა (ზოოლ.) – ცხვირგრძელა უმეტესად მიანიშნებს დანაკარგზე ვაჭრობაში და არაგულწრფელობაზე სიყვარულში ცხვირი – საკუთარი ცხვირის ნახვა მიგანიშნებთ, რომ
უნდა გამოამჟღავნოთ სულის სიძლიერე და გააცნობიეროთ, რომ შეძლებთ დაწყებული
საქმის ბოლომდე მიყვანას. თუ გეჩვენებათ, რომ პატარა ცხვირი გაქვთ,
დანაკარგი და წარუმატებლობა გელით საქმეებში. ცხვირის დაცემინება – თუ გესიზმრებათ, რომ აცემინებთ, მალე მოულოდნელი სიტუაციები გეგმების შეცვლას გაიძულებენ. თუ სხვა აცემინებს, ცხადში მოგიწევთ თქვენთვის არასასიამოვნო პიროვნებების ვიზიტის ატანა ცხვირსახოცი – ცხვირსახოცი გპირდებათ სასიყვარულო
ურთიერთობას და დაუგეგმავ გარემოებებს, რომელიც შეგხვდებათ ცხოვრების
გზაზე. ცხვირსახოცის დაკარგვა–ჩანაფიქრი არ აგისრულდებათ, თუმცა არა თქვენი
მიზეზით. ცხვირსახოცის დახევა მოასწავებს ჩხუბს საყვარელ ადამიანთან.
ჭუჭყიანი ცხვირსახოცი გაფრთხილებაა–საჭიროა მეტი დაკვირვება უახლოეს
გარემოცვაზე. სუფთა, დაკეცილი ცხვირსახოცი გამცნობთ, რომ მედგრად გაუძლებთ
მკაცრ გამოცდას და სარგებელსაც მიიღებთ. ცხიმი – სიზმარში შენი თავი ნახო ცხიმით გაპოხილი, განსაკუთრებით საჭირო ნიშანია მათთვის, ვინც სამოგზაუროდ აპირებს წასვლას. თქვენ მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ იმოგზაურებთ არც თუ სასიამოვნო, მაგრამ კარგად განათლებულ თანამგზავრებთან ერთად. ცხობა – თუ ქალს ესიზმრება გავარვარებული ღუმელი, ეს
ნიშნავს, რომ იგი ახლობლებს ძლიერ უყვართ, ხოლო მეგობრები პატივს სცემენ
მომხიბვლელობისა და მიმზიდველობის გამო. სიზმარში რაიმეს
გამოცხობა–მცირეოდენ იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ ღუმელი გაფუჭდა და
შეკეთებას საჭიროებს–შვილები ნერვიულობის საბაბს მოგცემენ. ცხრატყავა (ბოტ.) – სიზმარში ცხრატყავას ნახვა ან მისი ნაყოფის მოკრეფა მომასწავებელია გალაღებისა და ბედნიერი დაოჯახებისა. |