სიზმრის ახსნა კვირის დღეების მიხედვით • სიზმრის ახსნა თვის რიცხვების მიხედვით
|
ობელისკი – ქვის ცივი ობელისკი სევდიან ამბებს მოასწავებს; სიზმარში ობელისკთან მდგარი შეყვარებულები ცხადში წინააღმდეგობათა ბადეში გაებმებიან ობობა – ობობა სიზმარში საქმისადმი ყურადღებიან და
კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ნიშნავს, რომელიც აუცილებლად დაგიფასდებათ.
ობობა, რომელიც ქსელს აბამს თქვენს სახლში, ბედნიერებასა და კათილდღეობას
მოასწავებს. ობობას ქსელი – ობობის ქსელი–სასიამოვნო საზოგადოებისა და საქმიანი წარმატებების ნიშანია ობოლი – თუ სიზმარში ობოლის მიმართ სინანულს განიცდით, ცხადში მიტოვებულ ადამიანებს დახმარებას აღმოუჩენთ. თუ ობოლთან ნათესაობა გაკავშირებთ, მეგობრების წინაშე აღებული ვალდებულებები დიდ ტვირთად დაგაწვებათ და ეს მათ მხრიდან თქვენ მიმართ გაუცხოებას გამოიწვევს ობსერვატორია – თუ სიზმარში ტელესკოპით ათვალიერებთ პლანეტას და ვარსკვლავებს–წინ წაიწევთ საზოგადოებრივ საფეხურებზე და საპასუხისმგებლო თანამდებობას დაიკავებთ. გოგონასათვის ასეთი სიზმარი სიხარულის სიმბოლოა, მაგრამ თუ ცა დაფარულია ღრუბლებით, მაშინ თქვენი სწრაფვა განუხორციელებელი დარჩდება ოთხთვალა – ოთხთვალა სიზმარში მოულოდნელი სტუმრების გამო ადრე დაგეგმილი მოგზაურობის გადადებას ნიშნავს ოკეანე – სიზმარში წყნარი ოკეანის ნახვა
კარგია–მეზღვაურს ელის წარმატებული ზღვაოსნობა, მეწარმეს ფინანსური
წარმატებები, ახალგაზრდებს კი ნათელი და სუფთა სიყვარული. ოკეანეში შორს
გაცურვა და იმის მოსმენა, როგორ ეხეთქებიან ტალღები თქვენს გემს, ნიშნავს
იმას, რომ თქვენს ოჯახში ჩხუბისა და გაყრის პერიოდი იწყება. თუ სიზმარში
თქვენ ნაპირზე დგახართ და ხედავთ, როგორ ეწევიან ტალღები ერთმანეთს,
გათავისუფლდებით იმ ადამიანთა ზეგავლენისაგან, რომლებიც არ გსიამოვნებენ. ოკულისტი – ოკულისტის კონსულტაცია ცხოვრებით უკმაყოფილების ნიშანია. ეს სიზმარი გიქადით აგრეთვე, რომ თქვენ საკმაოდ ღირებულ საშუალებებს მიმართავთ, რათა საკუთარი ცხოვრება გახადოთ ისეთი, როგორიც გინდათ ომი – ომის ნახვა სიზმარში ნიშნავს თქვენი საქმეების
მძიმე მდგომარეობას და ოჯახში განხეთქილებას. თუ ახალგაზრდა ქალს
ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული ომში მიდის, მაშინ ის გაიგებს რაღაც
არასასიამოვნოს მისი ზნე–ჩვეულებების შესახებ. ომლეტი – თუ სიზმარში ომლეტს წვავთ–უფრთხილდით ცბიერ და მლიქვნელ მეგობრებს. შესაძლოა, თქვენი მოტყუება სცადოს იმ ადამიანმა, ვისაც ენდობით ოპერა – სიზმარში მოსმენილი ოპერა სულიერად მიანიშნებს ახლობელ ადამიანებთან უეცარ ნაცნობონაზე და კეთილ გარემოებებზე საქმიან სფეროში ორაგული თუ ორაგული დაგესიზმრათ, მაშინ მრავალი სასიამოვნო ვალდებულებებისა და ბედნიერების განცდა დიდხანს გაჰყვება თქვენს ცხოვრებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ჭამს ორაგულს, მაშინ ის გათხოვდება მხიარულ და მზრუნველ ადამიანზე, რომელიც მის ცხოვრებას უზრუნველყოფილსა და სასიამოვნოს გახდის ორანგუტანი – ორანგუტანის დასიზმრება–ვიღაც თქვენს გავლენას გამოიყენებს თავისი უკეთური მიზნების განსახორციელებლად; გოგონას ასეთი სიზმარი რჩეულის ღალატს უქადის ორატორი – თუ სიზმარში მოხიბლული ხართ ორატორის ტკბილსიტყვაობით–სინამდვილეში წამოეგებით ვიღაცის მზაკვრობას და დაეხმარებით ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს. თუ ქალს სიზმარში შეუყვარდა მჭერმეტყველი ადამიანი, ცხადში მის სიყვარულში დიდ როლს ითამაშებს გარეგნული მხარე ორთქლის ღუმელი – ორთქლის ღუმელი უსიამოვნებაზე მიანიშნებს თქვენი საქმეების გაძღოლის უცოდინარობითაა გამოწვეული. თუ ქალი ორთქლის ღუმელის შესამოწმებლად ჩადის სარდაფში, მას ცხადში ელის დანაკარგი ან, შესაძლოა, ავადმყოფობაც ორკესტრი – თუ გესიზმრებათ, რომ უკრავთ ორკესტრში–წინ მხიარული გართობა გელით; ასევე არ იდარდოთ თქვენი შეყვარებულის ერთგულებაზე–ის არ გიღალატებთ. თუ გესიზმრათ, რომ ორკესტრი უკრავს, ნებისმიერ გარემოებაში კეთილგანწყობილი იყავით ხალხის მიმართ და ისინიც ასევე გიპასუხებენ, ბედი კი მუდამ თქვენს მხარეზე იქნება ორმო – თუ ღრმა ორმოში იხედებით, საქმეებში გაურკვეველ რისკზე წახვალთ. თუ ამ სიზმარს გოგონა ნახავს, მას თავისი შეყვარებულის გამო ნერვიულობა მოუწევს. თუ თქვენ ორმოში ჩავარდით, დიდი უბედურება გელით; მაგრამ თუ დროულად გაგეღვიძათ, შეიძლება ყველაფერი კარგად დამთავრდეს. თუ თქვენ ორმოში ჩადიხართ, ე.ი. ჯანმრთელობა მსხვერპლად მიგაქვთ მაქსიმალური წარმატების მისაღწევად ორსულობა – თუ ქალი სიზმარში ორსულადაა, ის ქმართან ვერ იქნება ბედნიერი, ხოლო ბავშვები ლამაზები არ ეყოლება. ქალიშვილს ეს უქადის შერცხვენასა და დაცემას. ფეხმძიმე ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება კეთილ დასასრულს და ძალების სწრაფ აღდგენას ორღანი – ორღანის საზეიმო და ამაღლებული მუსიკა მტკიცე მეგობრობასა და საიმედო კეთილდღეობას გპირდებათ; თუ გესიზმრათ ორღანი ტაძარში–ე.ი. თქვენი ოჯახი დაშლის პირასაა. თუ ორღანი ასრულებს მელოდიურ მუსიკას–გელით წარმატება და დიდება. სევდიანი სიმღერა ორღანის თანხლებით მიანიშნებს თქვენს მომქანცველ სამუშაოზე ორღანისტი – ტაძარში ან საკონცერტო დარბაზში დანახული ორღანისტი ნიშნავს შფოთვას, რომელსაც მეგობარი მოგანიჭებთ; თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება თავისი თავი ორღანისტად, რეალურ ცხოვრებაში მისი გადამეტებული მოთხოვნილება შეყვარებულის მიმართ მათი გაუცხოების მიზეზი გახდება ოქრო – თუ სიზმარში ხელში გიჭირავთ ოქრო–ძალიან
გაგიმართლებთ ყველა წამოწყებაში. თუ ქალმა საჩუქრად მიიღო ოქროს ნივთი,
მონეტა ან სამკაული, ის გათხოვდება მდიდარ, მაგრამ ანგარებიან ადამიანზე.
სიზმარში ნაპოვნი ოქრო ნიშნავს, რომ თქვენი ღირსება დაგეხმარებათ, ადვილად
მოიპოვოთ პატივი და სიმდიდრე. თუ სიზმარში დაკარგეთ ოქრო–საკუთარი
დაუდევრობით ხელიდან გაუშვებთ საუკეთესო შანსს თქვენს ცხოვრებაში. ოფლი, ოფლის დასხმა – თუ თქვენი თავი ოფლიანი დაგესიზმრათ, წარმატებით გადალახავთ წინააღმდეგობებს, რომლებისაც არ გეშინოდათ ოფიციანტი – ის, ვისაც დაესიზმრა ოფიციანტი, შეძლებს დროის სასიამოვნოდ გატარებას მეგობართა წრეში. კუშტი და მოუწესრიგებელი ოფიციანტი მიგანიშნებთ, რომ მოგიწევთ სტუმართმოყვარეობის გამოჩენა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ გესიმპათიურებათ ოსპი (ბოტ.) – ოსპი სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენს ოჯახში არაჯანსაღი ატმოსფერო ჩამოყალიბდა. გოგონა ასეთი სიზმრის შემთხვევაში, თავის საქმროთი უკმაყოფილო იქნება, მაგრამ მშობლების ძალდატანებით შესაძლოა მაინც გაყვეს მას ცოლად ორცოლიანობა – მამაკაცისათვის სიზმარში ორცოლიანობა ნიშნავს, რომ მას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა და საღი აზრი. ქალისათვის ასეთი სიზმარი მოასწავებს, რომ მის პატიოსნებას საფრთხე ემუქრება, თუ ის არ იქნება წინდახედული და გონიერი ოქროს თევზი – სიზმარში ოქროს თევზის ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც გპირდებათ მრავალ სასიკეთო მოვლენას. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ჰპირდება ლამაზ, უზრუნველყოფილ ქმარს. თუ თევზი მძინარე ან მკვდარია, ქალს ელის მძიმე განსაცდელი ოჩოფეხები – თუ ოჩოფეხები დაგესიზმრათ, ეს თქვენს მყიფე საზოგადოებრივ მდგომარეობაზე მიანიშნებს. თუ სიზმარში ოჩოფეხიდან ჩამოვარდით, ცხადში ზედმეტად მიმნდობი ხასიათის გამო უბედურება გემუქრებათ. როგორც წესი, ეს საქმიან ურთიერთობებს ეხება ოხრახუში – ოხრახუში ისეთ წარმატებას მოასწავებს, რომელიც დიდი შრომით არის მიღწეული; იგი ასევე ჯანმრთელობას და კარგ გარემოცვას ნიშნავს. თუ ოხრახუში ხშირად გესიზმრებათ–დიდი ოჯახი და ბევრი სასიამოვნო გარჯა მოგელით ოჯახი – თუ სიზმარში თქვენს ბედნიერ და მეგობრულ ოჯახს ხედავთ, უზრუნველყოფილი ცხოვრება გელით. თუ დაგესიზმრათ მშვიდი და ბედნიერი ოჯახი, ცხადში იმედგაცრუება და მწუხარება გელით |