სიზმრის ახსნა კვირის დღეების მიხედვით • სიზმრის ახსნა თვის რიცხვების მიხედვით
|
ტალახი – თუ სიზმარში ხედავთ ახალმოხნულ ნიადაგს ყვავილებისა და ხეების ირგვლივ, ცხადში გელით გალაღება და კარგი ჯანმრთელობა. თუ ტანსაცმელი ტალახითა გაქვთ გასვრილი–დილით, სახლიდან გასვლამდე, გმართებთ გადამჭრელი ღონისძიების მიღება, რათა არ დაავადდეთ ინფექციური ავადმყოფობით. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ვიღაცა გესვრით ტალახს–მტრები შეეცდებიან ავნონ თქვენს რეპუტაციას ტალღები – სიზმარში ტალღების ნახვა რაღაცის მანიშნებელია: თუ წყალი სუფთაა–გელით სერიოზული წინსვლა საქმეში, თუ ტალღები მღვრიე მდინარის ან მღვრიე ზღვისაა–გაფრთხილდით, რაიმე შეცდომა არ ჩაიდინოთ ტანმოვარჯიშე – ტანმოვარჯიშის ნახვა საქმიანი ადამიანებისა და კომერსანტებისათვის ცუდის მაუწყებელია ტანსაცმელი – ტანსაცმელი ბევრ რამეზე მეტყველებს,
გააჩნია, როგორ მდგომარეობაში გესიზმრებათ იგი: მთელი და სუფთა, თუ
ჭუჭყიანი და დახეული. არამოდური ტანსაცმელი ნიშანია საქმეებში თქვენი
წარმატებისა, თუმცა ზედმეტად კონსერვატული ხართ. ტარანტული (ობობა) – თუ ტარანტული დაგესიზმრათ–თქვენი მტრები მზად არიან თქვენს დასაღუპად, ამიტომ იყავით წინდახედული. თუ ტარანტულს მოკლავთ, ცხადში დიდი ხნის უიღბლობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევთ წარმატებას ტარსიკონი – ტარსიკონი მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოასწავებს. იგი ასევე საყვარელი ადამიანის ერთგულების ნიშანია ტაქსი – ტაქსით მგზავრობა სიზმარში–ცხადში გპირდებათ მოკრძალებულ ქონებას (სიმდიდრეს). თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსით მგზავრობთ საღამოს ვინმე თანამგზავრთან ერთად, სინამდვილეში თქვენს ცხოვრებაში ისეთი საიდუმლოება გაჩნდება, რომელსაც მეგობრებს გულმოდგინედ დაუმალავთ. ტაქსით მგზავრობა ქალთან ერთად ხშირად სკანდალურ ისტორიას მოასწავებს, რომელიც თქვენს სახელთან იქნება დაკავშირებული. თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსის მძღოლი ხართ, თქვენი ხვედრი მძიმე ფიზიკური სამუშაოა და მდგომარეობის შეცვლის ნაკლები შანსები გაქვთ ტაშტი (თასი) – ტაშტი სიზმარში სასიამოვნო საქმეს
გპირდებთ. თუ გესიზმრებათ, რომ ტაშტიდან იბანთ, ცხადში თქვენი ბედი ისეთ
ადამიანთან დაგაკავშირებთ, რომლითაც გატაცებული ხართ. ტაძარი – დიდი კათედრალური ტაძარი გუმბათებით
მიგანიშნებთ, რომ თქვენი ეჭვიანობის გამო ბევრი ტკივილის გადატანა
მოგიწევთ. თუ სიზმარში ტაძარში შედიხართ, ცხადში მეგობრების რჩევით დიდ
წარმატებას მიაღწევთ. ტახტი – თუ გესიზმრებათ, რომ ლამაზ ტახტზე წევხართ და ესაუბრებით თქვენს შეყვარებულს, მაშინ ცხადში ეჭვიანი მოწინააღმდეგეების ვერაგობას მოერიდეთ–ისინი თქვენი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ. ტბა – თუ ქალი სიზმარში მარტო მიცურავს ნავით მღვრიე
და მღელვარე ტბაზე–მას წინ ცვლილებები ელოდება; ცხოვრება ანანებს მის მიერ
ჩადენილ სისულელეებს და აიძულებს ქცევის ნორმების შეცვლას. თუ მღვრიე წყალი
ფარავს ნავს, მაგრამ, ის, ვინც ამ სიზმარს ხედავს, მიაღწევს ნავმისადგომს,
ე.ი. ის მალე გათავისუფლდება ცრუ ბრალდებებისაგან და მიაღწევს
დაწინაურებასა და პატივისცემას. ტელესკოპი – ტელესკოპის ნახვა სიზმარში სიყვარულსა და
ოჯახურ ურთიერთობებში არც თუ საუკეთესო პერიოდს მოასწავებს. შეიძლება
სამსახურშიც უსიამოვნებები გელოდებოდეთ. თუ გესიზრებათ, რომ ტელესკოპით
ვარსკვლავებს უყურებთ, მაშინ წინ წარმტაცი მოგზაურობა გელით, რომელსაც
სერიოზული ფინანსური დანახარჯები მოჰყვება. ტელეფონი – ტელეფონის დასიზმრება ცხადში ვიღაცის მხრიდან თქვენთვის ხელის შეშლას მოასწავებს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ტელეფენზე ლაპარაკობს, მაშინ რეალურ ცხოვრებაში მას ბევრი შურიანი ხალხი ეყოლება, მაგრამ ის თავისი თავის დაცვას მაინც შეძლებს. თუ სიზმარში ტელეფონით ლაპარაკის ხმა ცუდად ისმის, ეს შეყვარებულის დაკარგვას ნიშნავს. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ თქვენ ბოროტი ჭორების მსხვერპლი გახდებით ტვირთი – თუ სიზმარში მიგაქვთ ტვირთი–ე.ი. იცხოვრებთ ხანგრძლივად დიდი ჯაფით, სიყვარულითა და გულმოწყალებით. თუ ტვირთის სიმძიმისაგან დაეცით–ვერ შეძლებთ მათ გამოკვებვას, ვისაც თქვენი იმედი აქვთ. სხვების ნახვა ასეთ მდგომარეობაში–მაუწყებელია მათი განსაცდელისა, ვინც თქვენთვის სულერთი არ არის. ტილი – ტილი სიზმარში ნიშნავს მწუხარებას. ხშირად ეს სიზმარი გაფრთხილებთ მტრების მომაბეზრებელ თავდასხმებთან დაკავშირებულ ავადმყოფობასა და მსხვერპლზე ტიპოგრაფი (სტამბის მუშა, მბეჭდავი) – ტიპოგრაფი დასიზმრება სიღატაკეში ჩავარდნის რისკს ნიშნავს, საჭიროა იზრუნოთ ეკონომიაზე და შეამციროთ თქვენი ხარჯები. თუ ქალიშვილს ესიზმრება, რომ მას შეუყვარდა ტიპოგრაფი, მაშინ მისი რეალური რჩეული მშობლებს არ მოეწონებათ და მოუწევს თავისი ბედნიერებისათვის ბრძოლა ტირილი – სიზმარში ტირილის გაგონება გპირდებათ საშინელი ამბის გაგებას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მას ყველა მიატოვებს და უბედურებაში მარტოდმარტო დარჩება. თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაც ტირის მალე ახლობლებს შეურიგდებით. გოგონას ასეთი შეყვარებულთან ჩხუბზე მიუთითებს და შესარიგებლად მას თავმოყვარეობის დათმობა მოუწევს. ვაჭრისათვის ასეთი სიზმარი დანაკარგს ნიშნავს ტირიფი – ტირიფის ნახვა სიზმარში გპირდებათ სამწუხარო მოგზაურობას, თმცა ნაღველს მეგობრები გაგიქარვებენ ტკბილეული, ტკბილი გემო – სიზმარში ტკბილეულის გემო–იმაზე მიანიშნებს, რომ კრიტიკულ მომენტში ძალზე ღირსეულად მოიქცევით და საყოველთაო პატივისცემას მოიპოვებთ. თუ მოტკბო გემო არ გსიამოვნებთ და ცდილობთ მის მოშორებას, ცხადში თქვენი უსამართლო საქციელის გამო მეგობრებს ძალზე აწყენინებთ ტკბილსიტყვაობა – თუ სიზმარში მოგწონთ ქვენი ლამაზად საუბარი, მალე მიიღებთ სასიამოვნო ცნობას მისგან, ვისი ინტერესებისთვისაც მუშაობთ; მაგრამ თუ თქვენ ხედავთ სხვა ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ თქვენი ტკბილსიტყვაობა–ცხადში მოგელით აბსოლუტური ქაოსი საქმიანობაში. ტკივილი – თუ სიზმარში რაიმე გტკივათ, ე.ი. ცხადში თქვენი ბიზნესი ხშირად წარუმატებელია, მისგან კი სხვები სარგებლობენ. ტკიპა – თუ სიზმარში ტანზე დაგდიან ტკიპები–გაჭირვებული მდგომარეობა და ავადმყოფობაა. შესაძლოა, მოგიწიოთ ავადმყოფობის საწოლთან ჯდომამ. გაჭყლეტილი ტკიპა ნიშანია მტრების ვერაგობით გამოწვეული გაღიზიანებისა. თუ თქვენ ხედავთ ბევრ ტკიპებს ხეზე, ეს ნიშნავს, რომ მტრები შეეცდებიან წაგართვან თქვენი საკუთრება ტოპაზი – ტოპაზი სიზმარში იმაზე მეტყველებს, რომ ბედი იმედიან მეგობრებს გამოგიგზავნით. თუ გესიზმრებათ, რომ დაკარგეთ ტოპაზისთვლიანი სამკაული, მაშინ ცხადში შურიანი ადამიანები წყენას მოგაყენებენ. სიზმარი, რომელშიც გჩუქნიან ტოპაზს, სასიყვარულო თავგადასავალს გიქადით ტოროლა – სიზმარში მფრინავი ტოროლას
ნახვა–ამამაღლებელი მიზნის ნიშანია, რომლის მიღწევის შედეგად თქვენ
გადალახავთ თქვენს ეგოიზმს და შეძლებთ თქვენში განავითაროთ მიმზიდველი
სულიერება. ციდან ტოროლას ხმის გაგონება კეთილისმომასწავებელი ნიშანია:
თქვენ მალე შეიცვლით საცხოვრებელ ადგილს და ბიზნესს განავითარებთ.
მომღერალი ტოროლა, რომელიც უცებ ვარდება დედამიწაზე–ნიშანია მელანქოლიისა,
რომელშიც თქვენ ჩავარდებით, ვინაიდან ვერ შეძლებთ ბედნიერებისაკენ მიმავალი
სწორი გზის პოვნას. დაჭრილი ან მკვდარი ტოროლა გიქადით მწუხარებას ან
სიკვდილს. ტოროლას მოკვლა სიზმარში–ე.ი. ცხადში, თქვენი მიამიტობის
წყალობით, მოგაყენებენ შეურაცხყოფას. ტორტი – ტორტი, როგორც ყველა სხვა ცომეულის ნაწარმი, რომელიც დაგესიზმრებათ, ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული, თქვენი ღირსია. ზოგჯერ ეს სიზმარი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გახდებით რაღაც საკუთრების მფლობელი. მამაცი და ფხიანი ხალხისთვის ტორტი მოასწავებს სარგებლობას (მოგებას), შეყვარებულებს კი ჰპირდება სიყვარულში ბედნიერებას. თუ ქალიშვილს ესიზმრება საქორწინო ტორტი–ელის უიღბლობა, ასევე არასასურველია სიზმარი, რომელშიც თქვენ ტორტებს აცხობთ ტოტი – სიზმარში ტოტი თქვენთვის მნიშვნელოვან სიტუაციაში დაბრუნებას ნიშნავს, მოტეხილი ტოტი–შერცხვენის ნიშანია ტრაბახი – თუ სიზმარში ვინმე გაქებთ–ცხადში თქვენი იმპულსური საქციელის გამო ძალიან ინანებთ და ამით თქვენს მეგობრებსაც ავნებს. თუ სიზმარში ვიღაცის წინაშე ტრაბახობთ, ცხადში კონკურენტების მოტყუებას შეეცდებით, რითიც მათ თვალში ძალიან დაეცემით ტუმბო – ტუმბოს დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება დაგეხმარებათ სასურველი სიმდიდრის მიღებაში. ეს სიზმარი ასევე ჯანმრთელობას გპირდებათ. ტუმბოზე მუშაობა დიდ შემოსავალს მოასწავებს, ხოლო გატეხილი ტუმბო ტყუილად დაკარგული დრო და ენერგიაა–ოჯახური უსიამოვნებანი ხელს შეგიშლით კეთილი ჩანაფიქრის განხორციელებაში ტურიზმი – თუ სიზმარში დაკავებული ხართ ტურიზმით, ცხადში მიიღებთ მონაწილეობას ისეთ სასურველ საქმეში, რომელიც სახლიდან შორს წაგიყვანთ. ტურისტების ნახვა სიზმარში ნიშნავს საქმეში არასტაბილურობას და მერყეობას სიყვარულში ტუჩები – სიზმარში ვიღაცის სახეზე სქელი, ულამაზო
ტუჩების ნახვა ნიშანია აჩქარებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილებისა,
ასევე, უსიამოვნო შეხვედრისა და ოჯახში ცუდი ურთიერთობისა. სასიამოვნოდ
მოცინარი სავსე ტუჩების ნახვა გპირდებათ ურთიერთბებში ჰარმონიას და ბარაქას
სახლში. შეყვარებულს ასეთი სიზმარი ჰპირდება თანაზიარობას. ტყავი, ტყავის ნაწარმი – თუ გესიზმრებათ ტყავის
ნაწარმი, სიზმარი გიქადით წარმატებულ ბიზნესსა და საპირისპირო სქესის
კეთილგანწყობას, ხოლო თუ სიზმარში ტყავის ტანსაცმელი გაცვიათ, ბირჟაზე
თამაშისას გამართლება იქნება თქვენი თანამდევი. ტყავის სამკაული გიქადით
ერთგულებას სიყვარულში და კეთილმოწყობილ სახლს. დიდი რაოდენობით ტყავის
ნახვა გიწინასწარმეტყველებთ წარმატებასა და ბედნიერებას. სიზმარში ტყავით
ვაჭრობა თქვენი საქმიანობის სტაბილურობის ნიშანი და სიმდიდრის
თანდათანობითი მატებაა. ტყე – ტყის ნახვა სიზმარში–ცვლილებებია საქმეში. მწვანე ტყე ბედნიერებაა, შიშველი ტყე–ცვლილებები უარესობისაკენ. ხანძარი ტყეში გპირდებათ თქვენი საქმიანობის რეალიზაციას, კეთილდღეობასა და წარმატებას. თუ სიზმარში ამზადებთ შეშას, ეს ნიშნავს წარმატებას გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ ტყვე – თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცის ტყვე ხართ, ერიდეთ ღალატს. თუ სიზმარში გაქცევას ცდილობთ, მაგრამ არ გამოგდით, ცხადში შეურაცხყოფას მოგაყენებენ. თუ სიზმარში თქვენ ვინმე ტყვედ აიყვანეთ, საქმე გექნებათ დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლებთან. თუ ახალგაზრდა ქალს დაესიზმრა, რომ იგი ტყვე არის, მას ქმრის ეჭვიანობა ელოდება, თანაც ძალზე ახლობელთან. შესაძლოა, მისმა დაუფიქრებელმა ქცევამ ახლობლების გაკიცხვა გამოიწვიოს ტყვია – ტყვიის ნაწარმი ნიშნავს თქვენი ნებისმიერი
წამოწყების უშედეგოდ დამთავრებას. ტყვიის საბადოები–ცხადში მეგობრების
წინაშე თქვენი შემოსავლის წყაროს ეჭვქვეშ დაყენებას მოასწავებს.
შეყვარებულთათვის ასეთი სიზმარი თქვენი შეყვარებულის ცუდ ხასიათს
მიანიშნებს. ტყუპები – სიზმარში თუ ტყუპებს ხედავთ–თავდაჯერებული იქნებით საქმეებში. ეს ასევე ნიშნავს მშვიდობასა და თანხმობას ოჯახში |