სიზმრის ახსნა კვირის დღეების მიხედვით • სიზმრის ახსნა თვის რიცხვების მიხედვით
|
ვაგონი – ვაგონი თუ
დაგესიზმრათ–ძალიან მალე წახვალთ სამოგზაუროდ. ვაგონში შესვლა მიგანიშნებთ,
რომ მგზავრობა, რომელსაც აპირებდით, მთლად ისე არ ჩაივლის, როგორც
გეგონათ. დაგვიანება მატარებელზე–გეგმები ჩაგეფუშებათ. თუ სიზმარში
გამოდიხართ ვაგონიდან, წარმატებას მიაღწევთ საინტერესო საქმეში, რითაც
შეგიძლიათ თავს გამარჯვება მიულოცოთ. ვაზნა – თუ ვაზნა დაგესიზმრათ, ცხადში ჩხუბს უნდა ელოდეთ. ცარიელი ვაზნები–უმნიშვნელო მიზეზის გამო უაზრო გაბრაზებისა და უთანხმოების მომასწავებელია ვალდებულებანი – თუ თქვენს თავზე იღებთ ვალდებულებას, ვიღაცის უსაფუძვლო საჩივრები და უსამართლო მოთხოვნები წონასწორობას დაგაკარგვინებთ და შეგნებულად წახვალთ დათმობაზე. თუ გესიზმრათ, რომ ვალდებულებას თქვენთან დაკავშირებით ვიღაც სხვა იღებს საკუთარ თავზე–გარშემომყოფთა დაფასებას დაიმსახურებთ ვალი, ფულის სესხება – ვალის აღება სიზმარში საკმაოდ
ცუდია. ის წინასწარმეტყველებს ხელმოცარულობას საქმეებში და ბრძოლას
მატერიალური კეთილდღეობისათვის, მაგრამ თუ გაისტუმრეთ ყველა ვალი, მაშინ
ცხადში თქვენი საქმე საკეთილდღეოდ შემოტრიალდება. ვალსი – წყვილის ტრიალი ვალსის დროს–მომასწავებელია საყვარელ, მაგრამ ავანტიურის მოყვარე ადამიანთან სასიამოვნო ურთიერთობისა. ვარდები – თუ სიზმარში გაშლილ ვარდებს ხედავთ,
ცხოვრებაში სასიხარულო მოვლენები და საყვარელი ადამიანის ერთგულება გელით.
თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი ვარდებს კრეფს, მას მალე ხელს სთხოვენ და
ისიც დასთანხმდება. ვარსკვლავები – თუ სიზმარში უყურებთ ვარსკვლავებით
მოჭედილ ცას, ეს გპირდებათ ჯანმრთელობასა და გახარებას. თუ ვარსკვლავები
თქვენს სიზმარში ბუნდოვანი და მეწამულია–მაუწყებელია მომავალი ხიფათისა და
უბედურებისა. თუ ხედავთ ვარსკვლავის აალებას ან მის მოწყვეტას, მოიწყენთ და
დამწუხრდებით. ვატიკანი – თუ სიზმარში თქვენ მოხვდით ვატიკანში, ბედი გიმზადებთ მოულოდნელ კეთილგანწყობასა და ახლობლების ყურადღებას. თუ სიზმარში ხედავთ პაპის შეხვედრას სამეფო ოჯახის წევრებთან ან სხვა ცნობილ პირებთან, ცხადში გელით ნაცნობობა ცნობილ ადამიანებთან და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაშლები – მწიფე, წითელი ვაშლები მწვანე ფოთლებში–ძალზე კარგი სიზმარია, მაგრამ თქვენ გადაწყვეტლების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. თუ თქვენ ჭიან ვაშლებს ჭამთ, თქვენი საქმეები უარესობისაკენ შეიცვლება. თუ ვაშლები მაღლა ხეებზე იზრდება, ეს იმის გამაფრთხილებელია, რომ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები უნდა შეათანხმოთ ერთმანეთთან. ჩამოსავარდნად მომზადებული ვაშლები–გაფრთხილებაა ქლესა ადამიანებისაგან თავდაცვაზე. ჭკვიანი ვაშლები–თქვენი უშედეგო საქმიანობის ნიშანია ვაჭრობა – სიზმარში ვაჭრობა ნიშნავს, რომ თქვენ ყველა გაბედულ წამოწყებას წარმატება ელის. თუ სიზმარში ვაჭრობა არც ისე წარმატებულად მიდის, მაშინ დაგეუფლებათ ნაღველი და ჯავრი ვედრო – რძით სავსე ვედრო ნიშანია კეთილდღეობისა, შემოსავლისა და კეთილმეზობლობისა. ცარიელი ვედრო მოასწავებს შიმშილსა და ცუდ მოსავალს. ახალგაზრდა ქალი ვედროთი ხელში–ოჯახური ზრუნვის ნიშანია ველი – თუ სიზმარში ველზე მოხვდით, ცხადში ლამაზ ადგილებში მოგზაურობა მოგიწევთ. ზაფხულში ნანახი ველი სიხარულს ნიშნავს. შიშველი, ცარიელი ველი დანაკარგსა და მარტოობას მოასწავებს. თუ სიზმარში ველზე დაიკარგეთ, ცხადში დიდი უბედურება დაგატყდებათ თავზე ველოსიპედი – ველოსიპედით გორაკზე ასვლა ბრწყინვალე მომავლის მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ძირს ეშვება, ის უნდა გაუფრთხილდეს სახელს: უბედურება შეიძლება სადღაც გვერდით იყოს ვენახი – ვენახის ნახვა ხიზმარში მოასწავებს თქვენი საქმეების კარგად წარმართვასა და ბედნიერებას. ვენახი, რომელიც მოუვლელია და ცუდი სუნიც დგას, ნიშნავს, რომ თქვენი კარგი ცხოვრება არ შედგება. ლამაზი ვაზების ყურება გპირდებათ წარმატებასა და ბედნიერებას. ჯანმრთელობა ელის მას, ვინც ნახავს ვაზის ყვავილობას. გამხმარი ვაზის ნახვა კარგს არაფერს მოასწავებს. ვენები – სიზმარში თუ თქვენს სხეულზე ხედავთ ჯანმრთელ ვენებს, გაიმარჯვებთ ღვარძლიან ადამიანზე. ვინაიდან სისხლის დენა მოასწავებს დიდ ნაღველს, რომელიც გარდაუვალი იქნება. დაბერილი ვენები–საზოგადოებრივ კიბეზე აღმასვლის მცდელობაა ვერაგობა – თუ სიზმარში ნახეთ სიტუაცია, რომ მეგობრებმა გაგყიდეს–იმას ნიშნავს, რომ ცხადში გარემოცული იქნებით მათი ყურადღებითა და პატივისცემით. შეყვარებულთათვის ეს ნიშანია ბედნიერი რომანის გაბმისა ვერცხლი – ვერცხლი სიზმარში გაფრთხილებთ, რომ ბედნიერებისათვის მარტო ფული არ არის საკმარისი. სიზმარში ვერცხლის ფულის პოვნა–მატერიალურ სიძნელეებზე მიუთითებს. სუფრის ვერცხლეული (დანა–ჩანგალი, კოვზები) დაუკმაყოფილებელ სურვილებს მოასწავებს ვერცხლისწყალი – თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ვერცხლისწყალმა მოწამლა, მას ცუდი გარდაქმნები ელის–შეიძლება მეუღლემ მიატოვოს, ხოლო თუ გაუთხოვარია, სხვა უსიამოვნო ამბავი მას ოჯახთან დააშორებს ვეფხვი – თუ სიზმარში ვეფხვი თქვენზე შემოხტომას
აპირებს, წინ წარუმატებლობა და სასოწარკვეთილება გელოდებათ; მაგრამ, თუ
თქვენ აიცილებთ თავდასხმას, ან ვეფხვს მოკლავთ, მაშინ ცხადში, ყველაფერში,
რასაც კი ხელს მოჰკიდებთ, წარმატება გელით. ვეშაპი – სიზმარი, რომელშიც ვეშაპი უახლოვდება გემს, სიმბოლოა ბრძოლისა, როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ვალდებულებასა და აუცილებლობის არჩევანის წინაშე თქვენი ქონების დაკარგვის საფრთხის დროს. თუ ვეშაპი მოკლულია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს სასურველსა და არსებულს შორის და მიაღწევთ წარმატებას, რომელიც მოგიტანთ კმაყოფილებასა და სიმშვიდეს. თუ ნახეთ, რომ ვეშაპი თავს დაესხა ხომალდს და გადააბრუნა იგი, გელით მთელი რიგი უბედურებისა, თვით კატასტროფის ჩათვლითაც კი ვეშაპის ულვაში – სიზმარში ვეშაპის ულვაშის ნახვა ან მისგან რაიმეს გაკეთება ნიშნავს, რომ თქვენ გააფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც სოლიდურ მოგებას მოგიტანთ ვიზიტი – თუ თქვენ სიზმარში ვიღაცას მოინახულებთ, ცხადში შეიძლება სასიამოვნო რაღაც შეგემთხვეთ. თუ ვიზიტისას უხერხულობას გრძნობთ, მაშინ თქვენს გულს დაამძიმებს ბოროტი ადამიანების ჩარევა თქვენს ცხოვრებაში. მეგობრების მონახულება სიზმარში ყოველთვის კარგის მომასწავებელია. ცუდ ნიშნად გვევლინება თქვენი მეგობრების მხოლოდ დაღლილი, მოწყენილი სახეები, ასევე მათი თეთრი ან შავი ტანსაცმელი. ვიოლინო – ვიოლინოს ხმა სიზმარში მთელი თქვენი ოჯახისათვის სიმშვიდესა და ჰარმონიას მოასწავებს. ვირთხა – ვირთხების ნახვა ნიშნავს მეზობლების მოტყუებასა და გაბრაზებას, ასევე, კომპანიონებთან შესაძლო ჩხუბს, მაგრამ თუ შეძლებთ ვირთხის დაჭერას ან მის მოკვლას, თქვენ ღირსეულად გაუმკლავდებით არაკეთილისმსურველებს. ვირთხის მოკვლა ყოველთვის საქმეში გამარჯვების ნიშანია ვირთხის საჭერი – თუ სიზმარში თქვენ მოხვდით ვირთხის
საჭერში, შეიძლება გაგქურდონ ან მოგპარონ რაღაც ფასეული. ცარიელი ვირთხის
საჭერის ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენ გემუქრებათ არც ცილისწამება, არც
მეტოქეობა. ვირი – ვირი გიქადით უსიამოვნებებსა და
წინააღმდეგობებს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. თუ ვირი ყროყინებს,
მძიმე სამუშაო გელით, რომელიც დიდ გამძლეობას მოითხოვს თქვენგან; თუ
სიზმარში ვირს გაურბიხართ–ვიღაც ჭორებს გაგივრცელებთ; ვირის ხმამაღალი
ყროყინი შეურაცხყოფას გიქადით. ვისკი – თუ სიზმარში ხედავთ ვისკით სავსე ბოთლებს,
ე.ი. აქტიურად იმოქმედებთ თქვენი ინტერესებისათვის. თუ სიზმარში მარტო
სვამთ ვისკის, დაკარგავთ მეგობრებს, რისი მიზეზიც იქნება თქვენი ეგოიზმი და
პატივმოყვარეობა. თუ სიზმარში გაგიტყდათ ვისკის ბოთლი, დაკარგავთ
მეგობრებს და ამის მიზეზი, ისევ და ისევ, თქვენი არაკეთილშობილური საქციელი
იქნება. ვუალი (პირბადე) – თუ თქვენს თავზე ხედავთ ვუალს, ე.ი.
არაგულწრფელი ხართ შეყვარებულის მიმართ და მოგიწევთ ხრიკების გამოყენება
მის შესანარჩუნებლად. ძველი, დახეული ვუალი გაფრთხილებთ: თქვენ გარშემო
ინტრიგებს ხლართავენ. ახალგაზრდა ქალისათვის ვუალის დაკარგვა ნიშნავს, რომ
შეყვარებული მიუხვდება მას სიცრუეს და სიცრუითვე უპასუხებს. საქორწინო
ვუალის ნახვა კარგია–მომასწავებელი უახლოეს მომავალში კარგი ცვლილებებისა. ვულკანი – ვულკანის დასიზმრების შემდეგ მოგიწევთ გააფთრებული კამათი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს თქვენს, როგორც პატიოსანი მეწარმისა და წესიერი მოქალაქის, რეპუტაციას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი მიმანიშნებელია, რომ საკუთარი ეგოიზმი და სიძუნწე ჩააგდებს ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში |