სიზმრის ახსნა კვირის დღეების მიხედვით • სიზმრის ახსნა თვის რიცხვების მიხედვით
|
ყავა – სიზმარში ყავის
დალევა ნიშნავს, რომ მოისმენთ მეგობრის უარყოფით აზრს ქორწინებაზე თქვენი
განზრახვის შესახებ. დაოჯახებულ ხალხს ასეთი სიზმარი უქადის ხშირ
კონფლიქტს. ყავის ბიზნესის წარმოება, განსაკუთრებით მისით ვაჭრობა,
მაუწყებელია საქმიან სფეროში ჩავარდნისა; მაგრამ თუ ყიდულობთ ყავას,
ადვილად შეძლებთ თქვენი კრედიტის შენარჩუნებას. ყავარჯნები – თუ სიზმარში გადაადგილდებით ყავარჯნებით, რეალურ ცხოვრებაშიც, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, დაგჭირდებათ რაღაც საყრდენი. სხვების ნახვა ყავარჯნებით იმის ნიშანია, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით ხანგრძლივი სამუშაოს შედეგით. ყავახანა – ყავახანის ნახვა ან მონახულება ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ თქვენ წინააღმდეგ ჩაფიქრებული ბოროტების განადგურებას ყარყუმი – სიზმარში თუ გაცვიათ ყარყუმის ბეწვი–მაშინ თქვენი ხასიათისა და მყარი საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო წარუმატებლობის შიში არ უნდა გქონდეთ. თუ სხვაზე ხედავთ ყარყუმის ბეწვს–ეს გიწინასწარმეტყველებთ ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან ნაცნობობას. თუ შეყვარებული ნახავს თავის რჩეულს ბეწვით–ეს მეტყველებს მის პატიოსნებასა და ერთგულებაზე გასვრილი ბეწვი მოასწავებს უსიამოვნებებს. ყაყაჩო – ყაყაჩო სიზმარში ნიშნავს კმაყოფილებასა და
სასიამოვნო საქმიანობას, რომელიც არასანდო აღმოჩნდება. ყაყაჩოს სუნის
შეგრძნება–გახდებით ტყუილი მოლაპარაკებისა და ცბიერების მსხვერპლი. ყბები – მძიმე, საშნელი შესახედავი ყბები მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებენ. თუ გესიზმრებათ, რომ მტაცებელი ცხოველი ყბებში მოგიქცევთ, ცხადში თქვენი მტრები სერიოზულ დარტყმას მოგაყენებენ. თუ სიზმარში ყბები გტკივათ, ცხადში, კლიმატის გამოცვლის მიზნით, სხვა ქვეყანაში გადახვალთ საცხოვრებლად. თუ სიზმარში ყბები მოგეღრიცათ, ე.ი. მეგობრების შურისძიება და უპატიოსნო საქციელი მწარე ტკივილს მოგაყენებთ. ქალისათვის ეს სიზმარი უცაბედი წყენის ნიშანია, რომელსაც მას მეგობრები მიაყენებენ. ყელი – სიზმარში ჯანმრთელი და ლამაზი ყელის ნახვა გპირდებათ მატერიალური და საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ სიზმარში გტკივათ ყელი–თქვენ შეცდით მეგობარში და ეს მალე უსიამოვნებას მოგიტანთ ყელიანი ფეხსაცმელები, წამლები – თუ სიზმარში ხედავთ
ძველ, ჭუჭყიან ფეხსაცმელებს, ე.ი. თვითონ იძენთ მტრებს, რადგან არ გიყვართ
კრიტიკის მოსმენა. თუ წმენდთ ფეხსაცმელს, ე.ი. საქმეები გამოსწორებისაკენ
წავლენ,ზოგიერთი მოვლენა კი კმაყოფილებას მოგიტანთ. ყელსაბამი – თუ ქალი სიზმარში საჩუქრად მიიღებს ყელსაბამს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ეყოლება შესანიშნავი მეუღლე და ექნება მშვენიერი ოჯახური გარემო. ყელსაბამის დაკარგვა მოასწავებს მძიმე დანაკლისს. თუ ქალი ატარებს ძვირფას ყელსაბამს, მას ეყოლება თაყვანისმცემლები, მაგრამ მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ისინი გულახდილნი არ იქნებიან საკუთარ გრძნობებში ყვავი – ყვავის ნახვა, ჩვეულებრივ, სამწუხარო მოვლენაა. მისი ჩხავილის გაგონება–თქვენზე ვიღაცის ცუდი გავლენაა, რომლის გამოც თქვენ სწორად ვერ განაგებთ საკუთრებას. ახალგაზრდა მამაკაცს ეს სიზმარი მიუთითებს, რომ ის წამოეგება ქალის ეშმაკობას, გოგონას კი აფრთხილებს შეყვარებულის ღალატზე ყვავილები – ახალი ყვავილები სიხარულსა და კეთილდღეობას მოასწავებენ. თეთრი ყვავილები–სევდას ნიშნავს, დამჭკნარი–უსიამოვნებებს. თუ გოგონა სიზმარში სხვადასხვა ყვავილებისაგან შეკრულ თაიგულს მიიღებს საჩუქრად, მას ბევრი თაყვანისმცემელი გაუჩნდება. თუ ყვავილები უნაყოფო მიწაზეა ამოსული, ეს სევდის ნიშანია, რომელთანაც გამკვლავებას თქვენი ნებისყოფისა და ოპტიმიზმის მეშვეობით მოახერხებთ. ყვავილი (მედ. ჩუტყვავილა) – თუ სიზმარში ხედავთ ყვავილით დაავადებულ ადამიანს, შეიძლება ავად გახდეთ ინფექციური დაავადებით; გეგმებიც გაგიცამტვერდებათ. ყვავილობა – აყვავებული ბუჩქები და ხეები თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობის პერიოდის დადგომას მოასწავებენ ყვავილოვანი კომბოსტო – თუ სიზმარში ყვავილოვან კომბოსტოს მიირთმევთ, ცხადში, თქვენი მოვალეობების უხარისხოდ შესრულების გამო, შენიშვნას დაიმსახურებთ. ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც ბოსტანში იზრდება, უიღბლო და წარუმატებელი პერიოდის შემდგომ შესანიშნავი პერსპექტივების დადგომას მოასწავებს. გოგონას ეს სიზმარი უსიყვარულოდ, მშობლების ნების მიხედვით დაოჯახებას ჰპირდება ყვავის პიკი (ბანქოსთან მიმართებაში) – თუ თქვენ ყვავის მასტი გესიზმრებათ, ერიდეთ მსუბუქი ხასიათის გართობებს, რადგან მომავალში ეს შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ, თუ ბანქოს მოთამაშეს ესიზმრება, რომ იგი ყვავის ბანქოთი თამაშობს, ცხადში მას დიდი წაგება ელის. ყველი – სიზმარში თუ ყველს ჭამთ–დიდი დარდის გადატანა მოგიწევთ. ყვინთვა – სუფთა წყალში ჩაყვინთვა პრობლემების დადებითად გადაწყვეტას ნიშნავს. თუ წყალი მღვრიეა, შეგაძრწუნებთ საქმის ცუდად შემობრუნება. თუ მყვინთავები გესიზმრებათ–იმოგზაურებთ; შეყვარებულებს კი ასეთი სიზმარი ყველა ოცნების სწრაფად ასრულებას ჰპირდება. ყინული – ყინული სიზმარში მოასწავებს საკმაო
უსიამოვნებებს: ბოროტი ადამიანები შეეცდებიან ხელსაყრელი შემთხვევის
გამოყენებას, რათა გავნონ თქვენთვის ყველაზე ძვირფას საქმეში. სუფთა წყლის
ნაკადზე მოცურავე ყინული ნიშნავს, რომ თქვენს ბედნიერებას ბოლოს მოუღებს
ეჭვიან მეგობართა გაღიზიანება. სიარული ყინულზე–თქვენს რეპუტაციას რისკის
ქვეშ დააყენებთ წუთიერი მხიარულების გამო. ყინულის ლოლუები – ყინულის ლოლუები ხეებზე–მალე თქვენი მოუსვენრობა და უიღბლობა სიკეთით შეიცვლება, გული კი სიხარულით აგევსებათ. ყუთი – სხვადასხვა ნივთებით სავსე ყუთი დიდძალ ქონებას და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობას გიქადით. თუ სიზმარში ყუთი გახსენით და ის ცარიელი აღმოჩნდა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა ძალზე სავალალო იქნება. ფულით სავსე ყუთი იმის ნიშანია, რომ კარგა ხნით შეიძლება დაივიწყოთ საქმეები და თქვენი დრო მთლიანად დასვენებას დაუთმოთ. ყურები – თუ სიზმარში ყურები ნახეთ, იცოდეთ, თქვენი არაკეთილისმსურველები ყოველ თქვენს სიტყვას თვალყურს ადევნებენ, ცდილობენ, იპოვნონ მიზეზი არა მარტო იმისათვის, რომ რაიმე დაგაბრალონ, არამედ მოგაყენონ შეურაცხყოფა. ყურძენი – ყურძნის ჭამა ნიშნავს, რომ თქვენ გაჭირვება
გამოგწვრთნით. თუ ხედავთ ფოთლებს შორის მტევნებს–მალე მიაღწევთ მაღალ
მდგომარეობას საზოგადოებაში და სხვებთან ერთად გაინაწილებთ ყველა სიკეთეს.
ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ძალიან ბევრს ჰპირდება. ის ასრულებს სანუკვარ
ოცნებას. |