სიზმრის ახსნა კვირის დღეების მიხედვით • სიზმრის ახსნა თვის რიცხვების მიხედვით
|
ლაბა (კულინარიაში გამოყენება) – ლაბას დასიზმრება ცხადში დასახული მიზნის მისაღწევად ყველა წინააღმდეგობის იოლად გადალახვას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ლაბას ამზადებს–მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრას მოასწავებს ლაბადა – თუ თქვენ ლაბადა დაგესიზმრათ, შესაძლოა
საკუთარი სიჯიუტის მსხვერპლი გახდეთ. თუ სიზმარში ვინმეს ლაბადას სთხოვთ,
თქვენი წარუმატებლობის მიზეზი სხვისი შეცდომები გახდება. თუ თქვენ ახალი
ლაბადა დაგესიზმრათ, სურვილები აგისრულდებათ. ლაბირინთი – თუ გესიზმრებათ ლაბირინთი, შესაძლოა, ცხადში თქვენი ბიზნესისათვის მაინტრიგებელი და გასაოცარი პირობები გაგიჩნდეთ. ცოლი ოჯახში თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის, ხოლო ბავშვები გამოავლენენ თავიანთი ხასიათის ცუდ მხარეებს. თუ ლაბირინთში თქვენს თავს ხედავთ სიბნელეში–ელოდეთ რაღაც უსიამოვნებებს. შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე სწრაფწარმავალი ავადმყოფობა ან არეულობა ბიზნესში. ვაზების ან ხეების ლაბირინთი უფრო სერიოზული ნიშანია: ერთი მოულოდნელი ბედნიერება შეიძლება თქვენთვის იქცეს შესაძლო დანაკარგის ან სასოწარკვეთილების მიზეზად. თუ ხედავთ არხების ქსელს ან რკინიგზას, თქვენ მალე გელით ხანგრძლივი მგზავრობა, სადაც საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, ბიზნესის მხრივ კი, ეს მგზავრობა მომგებიანი იქნება ლაბორატორია – სიზმარში თუ ლაბორატორიაში იმყოფებით–ე.ი. დახარჯავთ უზარმაზარ ენერგიას უსარგებლო საქმიანობაზე მაშინ, როცა პრაქტიკული საქმიანობით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდით. თუ გესიზმრებათ, რომ ხართ ალქიმიკოსი და ცდილობთ რკინის ოქროდ გადაქცევას–სინამდვილეში შექმნით საინტერესო პროექტს, მაგრამ მიზნის მიღწევისას წარუმატებლობას განიცდით: სიმდიდრე აღმოჩნდება მითად, ხოლო თქვენი საყვარელი ქალი არაგულწრფელი იქნება თქვენ მიმართ ლაგუნა – თუ დაგესიზმრათ ლაგუნა–ჩათრეულ იქნებით ეჭვიანობის მორევისა და გაუგებრობაში თქვენივე სისულელის გამო ლალი – ლალი სიზმარში ყოველთვის კეთილის მაუწყებელია. თუ ქალმა დაკარგა ლალი, შეყვარებული მას მიატოვებს ლამპა – ნავთის ლამპა ნიშნავს საქმიან აქტიურობას,
საიდანაც თქვენ კარგ შედეგს ელით. ლამპა ნავთის გარეშე მოასწავებს
დეპრესიისა და სასოწარკვეთილებას. სუფთად და ლამაზად მანათობელი ლამპა
მოასწავებს ოჯახურ ბედნიერებასა და წარმატებულ საქმიანობას. თუ თქვენ
სიზმარში დაგაქვთ ლამპა, ე.ი. თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ,
ცხოვრობთ საკუთარი ჭკუით და თქვენს აზრებს სხვებთან შედარებით უპირატესობას
ანიჭებთ. თუ სიზმარში შეშინდით და ლამპა ფანჯრიდან ისროლეთ, ეს ნიშნავს,
რომ მტრები მოჩვენებითი მეგობრობისა და ვითომ თქვენი წარმატების ინტერესით
მახეს დაგიგებენ. თუ ლამპა ბოლავს–დაგეუფლებათ ყველაზე მდაბალი
გრძნობები–ეჭვიანობა და შური, მაგრამ ბრძოლის შედეგად შეიცნობთ თქვენი
უბედურების ჭეშმარიტ დამნაშავეს. ლანგარი, სინი – თუ ლანგარი დაგესიზმრათ, ქონებას უმიზნოთ გაფლანგავთ. თუ ლანგარზე ძვირფასეულობა აწყვია–წარმატება გელით ლანდო – თუ მეგობართან ან შეყვარებულთან ერთად მიდიხართ ლანდოთი–თქვენს ცხოვრებაში ერთმანეთს მიჰყვებიან ბედნიერი წუთები; მაგრამ თუ ლანდო გადაბრუნდა, სიხარული მოულოდნელად მწუხარებით შეიცვლება, თუმცა თქვენ სულიერად არ დაეცემით ლაპარაკი – თუ სიზმარში ვინმეს ელაპარაკებით, მალე ახლობლის ავადმყოფობის ამბავს გაიგებთ. ხმამაღალი და მოსაბეზრებელი ლაპარაკი, რომელიც სიზმარში გაწუხებთ, ცხადში სხვის საქმეებში ჩარევას ნიშნავს. თუ სიზმარში თქვენზე ვინმე ლაპარაკობს, მეგობრები თქვენდამი არაკეთილგანწყობილნი იქნებიან. სიზმარში რაიმე ჭურჭლიდან დალევა ნიშნავს სიყვარულით ტკბობას. გატეხილი ვაზა (ფინჯანი)–უბედურების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში საჩუქრად იღებს ლარნაკს–ის შეისრულებს სანუკვარ ოცნებას ლატარეა – თუ სიზმარში ნახეთ ლატარეა და თვითონაც
მონაწილეობდით მის გათამაშებაში–ცხადში ჩაერევით რაღაც უნაყოფო
საქმიანობაში და ტყუილად წახვალთ ჩაფიქრებულ მოგზაურობაში. თუ ხელში
ბედნიერი ბილეთი გიჭირავთ, ცხადში შეიძენთ რაღაც სასიამოვნოს, თუმცა ეს
დაკავშირებული იქნება ხლაფორთსა და ნერვიულობასთან. ლაქა – ხელებზე ან ტანსაცმელზე გაჩენილი ლაქები იმაზე გაფრთხილებთ, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენთვის ზიანის მოყენება სურთ და თქვენ მათგან თავის დაცვა მოგიწევთ ლაქი – ნახვა, თუ როგორ უსვამთ ლაქს რაიმე საგანს, ნიშანია გაფრთხილებისა: ნუ შეეცდებით პოპულარობის მიღწევას თაღლითობით. თუ ნახეთ, რომ სხვა ადამიანები უსვამენ ლაქს რაიმეს–ასევე საშიშროების ნიშანია იმათი მხრიდან, ვინც ნებისმიერი ხერხით ცდილობს გამდიდრებას ლეიბი – ლეიბის ნახვა–უახლოეს მომავალში მოგემატებათ ვალდებულებები. თუ სიზმარში გძინავთ ახალ ლეიბზე–კმაყოფილი იქნებით თქვენი გარემოცვით. ფაბრიკის ნახვა, სადაც კერავენ ლეიბებს, გპირდებათ, რომ თქვენ გამოგიჩნდებიან მდიდარი პარტნიორები და თქვენი შემოსავლები გაიზრდება ლეოპარდი, ჯიხვი – თუ სიზმარში თავს გესხმით ლეოპარდი,
ეს ნიშნავს, რომ, თუმცა მომავალი მიმზიდველად გეჩვენებათ, წარმატების
მიღწევა ბევრ სიძნელესთან იქნება დაკავშირებული, განსაკუთრებით, თუ
მიმნდობი იქნებით. ლეოპარდის მოკვლა წარმატების საწინდარია. ლეოპარდი ნახოთ
გალიაში–მტრები, რომლებიც ცდილობენ თქვენთვის ხელის შეშლას,
დამარცხდებიან. ლექსიკონი – როცა სიზმარში ლექსიკონს იყენებთ, ეს თქვენი სიმორცხვის ნიშანია და თქვენ ძირითადად გარემოცვაზე ხართ დამოკიდებული. თუ ამ სიმორცხვეს გადალახავთ–საქმეები უკეთ წაგივათ ლეღვი – ლეღვის ჭამა სიზმარში მიმანიშნებელია რაღაც აფორიაქებისა, რომელიც ცოტა ხნით მოგიცავთ. გაზრდილი ლეღვის ნახვა კარგია და მოასწავებს საქმეების წყნარად წარმართვასა და კარგ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით კარგია თუ ასეთ სიზმარს ხედავს გოგონა–ეს მას ჰპირდება ღირსეულ და მდიდარ ქორწინებას ლიმონათი – თუ სიზმარში სვამთ ლიმონათს, სინამდვილეში თქვენ გამოავლენთ შემოქმედებითობას, რათა აჯობოთ სხვებს და წარმოადგინოთ საკუთარი გეგმები და პროგრამა თქვენი საქმის განსავითარებლად; თუმცა იყავით მზად იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ინტერესი თქვენი ძალისხმევით შესრულდება ლიმონები – დაფოთლილი და ნაყოფით დახუნძლული ლიმონის ხე მოასწავებს საყვარელი ადამიანისადმი ეჭვიანობას, თუმცა არსებული მტკიცებულებები გამოავლენენ თქვენი ეჭვიანობის აბსურდულობას. ლიმონის ჭამა–დამცირება და იმედგაცრუებაა. მწვანე ლიმონი მოასწავებს ავადმყოფობას. გამხმარი ლიმონის ნახვისას ცოლ–ქმარს გაყრა, ხოლო შეყვარებულებს დაცილება ემუქრებათ ლიფტი – თუ სიზმარში ადიხართ ლიფტით–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას და სიმდიდრეს, მაგრამ თუ დაბლა ეშვებით, გელით წარუმატებლობა და დიდი იმედგაცრუება. თ ხედავთ დაბლა დაშვებულ ლიფტს, რომლიდანაც ეს–ესაა ხალხი გამოვიდა–გემუქრებათ საშიშროება ლოგინი – სუფთა ლოგინი საზრუნავისაგან თავის დაღწევას ნიშნავს. თუ თქვენ შლით ლოგინს, ახალი სიყვარული გელით. ლოგინი უცნობ საძინებელში–მეგობრების ჩამოსვლაა. ლოგინი სუფთა ჰაერზე ნიშნავს ფართო შესაძლებლობებს, რომელიც გადაიშლება მის წინაშე, ვისაც სურს ცხოვრების შეცვლა ლოკოკინა – ლოკოკინა სიზმარში მიგითითებთ, რომ თქვენ გარშემო შეიქმნა არასასურველი გარემო. თუ თქვენ გაჭყლიტეთ ლოკოკინა, მაშინ ცხადში საქმე გექნებათ არასასიამოვნო ხალხთან ლოკომოტივი – თუ გესიზმრებათ დიდი სისწრაფით მოძრავი
ლოკომოტივი, ეს მოასწავებს თქვენი კეთილდღეობის უსწრაფეს ზრდას და მომავალ
მოგზაურობას საზღვარგარეთ, მაგრამ თუ თბომავალი დგას–უსიამოვნებები უშლიან
საქმეს, ხოლო მოგზაურობა უკეთეს დრომდე გადაიდება. ძველი, დამტვრეული
თბომავლის ნახვა ცუდის ნიშანია–მომასწავებელი უბედურების ან საკუთრების
დაკარგვისა. ლომბარდი – სიზმარში ლომბარდში შესვლა ცუდი სიზმარია,
რომლის შემდეგ თქვენ განიცდით იმედგაცრუებას ან შეიტყობთ დანაკარგის
შესახებ. ლომბარდში ნივთების ჩაბარება ნიშანია შეყვარებულების ან
ცოლ–ქმარის დაცილებისა ან ბიზნესში დანაკარგისა. ლომი – თუ დაგესიზმრათ ლომი, ნიშნავს, რომ გმართავენ
ძლიერი ძალები. თუ სიზმარში იმორჩილებთ ლომს, ცხადში ნებისმიერ საქმეში
გამარჯვება გელით. თუ სიზმარში ლომი გამარცხებთ–მტრებისაგან დაუცველი
დარჩებით. ლომის ნახვა გალიაში ნიშნავს, რომ თქვენი გამარჯვება მთლიანად
დამოკიდებული იქნება თქვენს შესაძლებლობაზე–გაანეიტრალოთ თქვენი
მოწინააღმდეგეების მოქმედება. სიზმარში ლომის მომთვინიერებლის
ნახვა–საქმეში წარმატების საწინდარია: ქალები კეთილგანწყობილნი იქნებიან
თქვენ მიმართ. ლორი – ლორის ნახვა ნიშნავს, რომ ვიღაც გიყენებთ ცუდი
ზრახვებით. ლორის დაჭრა დიდ ნაჭრებად–ღირსეულად მოიგერიებთ უღირს ადამიანთა
თავდასხმებს. გატყავებული საქონლის დანაწილება–დაიმსახურებთ გარშემომყოფთა
კეთილგანწყობას. ლუდი – თუ სიზმარში სვამთ ლუდს, ეს ცხოვრებაში იმედგაცრუებაზე მიუთითებს. თუ ხედავთ სიზმარში იმ ადამიანებს, რომელიც ლუდს სვამენ–ვიღაცის ინტერესები თქვენ იმედებს გაგიცრუებთ. ხოლო თუ ლუდის გურმანი, სასიამოვნო გარემოში წყნარად მიირთმევს საყვარელ სასმელს, მისი ცხოვრება ძალზე კარგად აეწყობა ლუდის ბარი – ვისაც ლუდის ბარი ესიზმრება, მან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საქმეში, ვინაიდან მტრები ცხადში ყოველ მის ნაბიჯს უთვალთვალებენ ლუდის გამოხდა – თუ თქვენი თავი ლუდის გამოსახდელში დაგესიზმრათ–თქვენ ბიუროკრატიზმისა და უსაფუძვლო განცხადებების გამო დაისჯებით, თუმცა დიდი ჯაფის შემდეგ სიმართლეს მაინც დაამტკიცებთ. ნებისმიერი საგანი, რომელსაც შეხება აქვს ლუდის გამოხდასთან, მიანიშნებს, რომ თქვენი ჯაფა კარგად დასრულდება და მიიღებთ როგორც მორალურ, ისევე მატერიალურ მოგებას. ლუპა – სიზმარში ლუპიდან ყურება გაუწყებთ, რომ შეიძლება საქმის დამთავრება შესაბამის დონეზე. ქალი თუ ნახავს, რომ ლუპა უჭირავს ხელში–ის მიიპყრობს ადამიანის ყურადღებას, რომელიც შემდეგ იგნორირებას გაუკეთებს მას. ლურსმანი – თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ლურსმნებს–გელით მრავალი კონფლიქტი და არც თუ ისე ბევრი სიხარული. თუ თქვენს სიზმარში თქვენი ბიზნესი ლურსმნების წარმოებაა–მიიღებთ წინადადებას პრესტიჟული, მაგრამ მცირეხელფასიანი სამსახურის შესახებ. დაჟანგული ან დაღუნული ლურსმნები–ავადმყოფობა და წარუმატებლობაა ბიზნესში |