სიზმრის ახსნა კვირის დღეების მიხედვით • სიზმრის ახსნა თვის რიცხვების მიხედვით
|
გაბრაზება – ვიღაცას თუ ნახავთ გაბრაზებულს–მძიმე განსაცდელის მაუწყებელია: გაოცდებით ახლობელი ადამიანის ქცევით და კავშირს გაწყვეტთ მასთან, მტრები კი თავს დაესხმიან თქვენს საკუთრებას ან რეპუტაციას შეგილახავენ. თქვენზე გაბრაზებული მეგობრების ან ნათესავების ნახვა, როცა თქვენ სიმშვიდეს ინარჩუნებთ, ნიშნავს, რომ შეასრულებთ შუამავალის როლს ორი ახლობელი ადამიანის შერიგებაში, რითაც მათ გულს დიდი ხნით მოინადირებთ. გადადგომა, თანამდებობაზე უარის თქმა – თუ სიზმარში უარს ამბობთ შემოთავაზებულ თანამდებობაზე–ხელმოცარულობა იქნება თქვენი თანამდევი; ამბის გაგება სხვისი გადადგომის შესახებ–რეალურ ცხოვრებაში მოასწავებს სევდიან ამბავს გადასაფარებელი (ლოგინის) – სუფთა გადასაფარებელი–კარგია, ჭუჭყიანი–ავადმყოფობაა გადასახადები – თუ გესიზმრათ, რომ გადასახადებს იხდით, კარგი ნიშანია–გააუვნებელყოფთ მტრების მიერ აგორებულ ინტრიგებს. თუ სიზმარში გადახდის უუნარო ხართ, წარმატება ზურგს შეგაქცევთ. თუ ნახეთ რომ სხვები იხდიან გადასახადებს–უახლოეს მომავალში მეგობართა დახმარება დაგჭირდებათ გადაწერა – სიზმარში რაიმე ტექსტის გადაწერა იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ მიერ საგულდაგულოდ შემუშავებული გეგმები არ განხორციელდებიან. თუ გოგონას ესიზმრება, რომ წერილი გადაწერა, მაშინ გარშემომყოფნი მის სიყვარულს შეცდომად მიიჩნევენ და ეს მას მხოლოდ ზიანს მიაყენებს გადიდება – თუ სიზმარში თქვენს ოჯახში მატებაა, ცხადში გეგმები, რომლებზედაც დიდ იმედებს ამყარებდით, დაიმსხვრევიან, მაგრამ განხორციელდებიან ისინი, რომლებსაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდით. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა–გელით სერიოზული უსიამოვნებები, რომლებსაც თქვენ ბრწყინვალედ გადალახავთ. გავლენა – თუ სიზმარში ვიღაცის მფარველობით მიაღწევთ მაღალ ჩინს, თქვენს სურვილებს ახდენა არ უწერიათ; მაგრამ თუ თქვენ სიზმარში გიკავიათ გავლენიანი მდგომარეობა–თქვენი გეგმები წარმატებით განხორციელდებიან. თუ თქვენი მეგობრები იმყოფებიან გავლენიან მდგომარეობაში, რეალობაში მიაღწევთ თანხმობას კომპანიონებთან და თავს აარიდებთ უსიამოვნებებს გაზეთი – სიზმარში გაზეთის ნახვა მიგანიშნებთ–შეიძლება მოგატყუონ, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა. გაზეთის ბეჭდვა ნიშნავს, რომ მოგეცემათ შესანიშნავი შესაძლებლობა საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ახალი კავშირების დამყარებისა. სიზმარში თუ ცდილობთ, მაგრამ ვერ ახერხებთ გაზეთის წაკითხვას–გელით წარუმატებლობა გაზი, აირი – თუ სიზმარში შეიგრძნობთ გაზის სუნს, ეს
მოასწავებს თქვენს უსამართლობას ერთ–ერთი მეგობრისადმი, რომლის გამოც
ძალიან ინანებთ. თუ სიზმარში იგუდებით გაზით–ელოდეთ თქვენი დაუდევრობით
გამოწვეულ უსიამოვნებებს. გაზონი – სიზმარში ლამაზ გაზონზე სიარული წარმატების საწინდარია. მწვანე მინდორზე მხიარულ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება მოასწავებს დიდებულ გართობას და საქმიანი წინადადებების შემოთავაზებას, რომელსაც თქვენ წარმატებით გაუკეთებთ რეალიზებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ის თავის მეგობარს ელის,ე.ი. მისი ოცნება, რომელიც არარეალურად მიაჩნდა, ასრულდება გალამაზება, დეკორირება – თუ გესიზმრებათ მდიდრულად მორთული შენობა, წინ გელით სასიამოვნო ცვლილებები, ხოლო ახალგაზრდებს წარმატებები სწავლაში. თეთრი ყვავილებით მორთული საფლავები–ცუდის მომასწავებელია გალია – თუ სიზმარში ხედავთ გალიას ჩიტებით, გელით
წარმოუდგენელი სიმდიდრე და მრავალშვილიანობა. ერთი ჩიტი გალიაში ნიშნავს
სასურველ და მომგებიან დაოჯახებას. ცარიელი გალია მიუთითებს ოჯახში ვიღაცის
დანაკარგზე, ასევე, შეყვარებულთან ერთად საიდუმლოდ გაპარვაზე ან
სიკვდილზე. გამარჯვება – სიზმარში გამარჯვება–ცხადშიც იგივეს ნიშნავს. კაცებს ეს სიზმარი ქალებთან გამარჯვებას უქადის, ქალებს კი–პირიქით გამომარგვლა – სიზმარში სარეველა ბალახის გამარგვლა რთულ სამუშაოს ნიშნავს. თუ ამ საქმეს სხვა აკეთებს–თქვენი ეჭვები ვინმეს ან რაიმეს მიმართ უსაფუძვლოა გამომგონებელი – თუ დაგესიზმრათ გამომგონებელი, ეს სიზმარი გპირდებათ თქვენი სამუშაოს წარმატებით დასრულებას და დამსახურების აღიარებას. თუ სიზმარში თვითონ იგონებთ რამეს, ცხადში გაგიმართლებთ და თქვენი ჩანაფიქრი განხორციელდება. გამომცემელი – სიზმარი გამომცემელზე გპირდებათ მოგზაურობას და ლიტერატურული საქმიანობისადმი მიდრეკილებას. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი ქმარი გამომცემელია, ცხადში მას ექნება ეჭვიანობის მიზეზი, რომელიც ჩხუბამდე მივა. თუ სიზმარში გამომცემელი უკან გიბრუნებთ ხელნაწერს, ცხოვრებაში გელით იმედგაცრუება თქვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებასთან დაკავშირებით. თუ გამომცემელი იღებს თქვენს ხელნაწერს–გაიხარებთ თქვენი სურვილების შესრულებით გამოსყიდვა, ანაზღაურება – ასეთი სიზმარი მიგანიშნებთ, რომ გელით ურთიერთობა მეგობრებთან; ბირჟის საქმოსანს კი ექნება სტაბილურობა ბირჟაზე. ახალგაზრდების მსუბუქი ფლირტი დამთავრდება ბედნიერად. ვიღაცის მსხვერპლი ან ერთ–ერთი მეგობრის დამცირებაზე, ცხადად ან ფარულად თქვენი ვალის უგულებელყოფით გამოქვაბული – ღამით, მთვარის შუქზე გამოქვაბულის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ სირთულეები გელით და წარმატება ჯერ შორს არის, ხოლო თქვენი მოწინააღმდეგენი უსიამოვნებებს გიმზადებენ. თუ თქვენი თავი დაგესიზმრათ გამოქვაბულში–ცვლილებები გელოდებათ–მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გაციება. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი გამოქვაბულშია თავის შეყვარებულთან ერთად, ცხადში მას არაკეთილსინდისიერი ადამიანი შეუყვარდება და ნამდვილ მეგობრებს დაკარგავს გამოცანები – თუ სიზმარში ცდილობთ გამოცანის ამოხსნას,
ცხადში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება ისეთ საქმეში, რომელიც თქვენგან
მოითხოვს პრინციპულობას და გარკვეული სახსრების ჩადებას.
გამოცანები–ყოველთვის ამაოებისა და დაუკმაყოფილებლობის მაუწყებელია გამოძიება – სიზმარში თქვენ მიერ ჩატარებული გამოძიება მწარე იმედგაცრუებებს ნიშნავს. თუ გესიზმრებათ, რომ გამოძიება თქვენი პიროვნების გარშემო მიმდინარეობს, ცხადში უსაფუძვლო ბრალდების მსხვერპლი აღმოჩნდებით განათება – უცნაური ნათება მწუხარებას და წარუმატებლობას გიქადით. უცნაურად განათებული ცა უცნაური მთვარითა და უცნაური ვარსკვლავებით კი–მწუხარებას არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ქვეყანასაც. ამ დროს ცაზე გამოჩენილი ფიგურები მომავალ განსაცდელს მოასწავებს: დიდი უბედურების აცილებას გადაწყვეტილებების მიღებითა და სულის სიძლიერით შეძლებთ განათლება, სწავლა– თუ სიზმარში გაქვთ კარგი განათლების მიღების სურვილი–რეალურ ცხოვრებაში ცოდნის წყურვილი დაგეხმარებათ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის დაკავებაში, ბედიც ხელს შეგიწყობთ. სიზმარში თუ სწავლობთ–გაგიჩნდებათ გავლენიანი და გულახდილი მეგობრები განდევნა, გაძევება – თუ ქალს ესიზმრება, რომ აგდებენ, ასეთი სიზმარი მას ჰპირდება მოგზაურობას, სადაც ყველაზე მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრა ელის განმარტოება – თუ სიზმარში ვინმემ დაგირღვიათ განმარტოება, ცხადში გავლენიანი ადამიანები ძალიან გაგირთულებენ ცხოვრებას. თუ ასეთი სიზმარი ესიზმრება ქალს, ის უნდა იყოს უფრო ყურადღებიანი პირადი ცხოვრების მიმართ და არ გამოიჩინოს ზედმეტი გულახდილობა გარშემომყოფებთან საუბარში განქორწინება – სიზმარში ნანახი განქორწინება თქვენი მეგობრებითა და კოლეგებით უკმაყოფილებას მოასწავებს. ასევე, უნდა დაფიქრდეთ ყველაფერი წესრიგშია თუ არა თქვენს ოჯახში. თუ გოგონას ესიზმრება განქორწინება, მას შეყვარებული უღალატებს განშორება – სიზმარში ვინმესთან განშორება ცხადში წვრილმან, მაგრამ საწყენ უსიამოვნებებს მოასწავებს. თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანთან კავშირის უცაბედად გაწყვეტა სიყვარულში დიდ წარმატებას გიქადით განცხადება – გაზეთში განცხადების მიცემა–რეალურ ცხოვრებაში გარკვეული დროით მოგიწევთ მძიმე შრომა, თუმცა ბედისწერა დაგაჯილდოებთ თქვენი ძალისხმევისათვის. თუ გესიზმრებათ, რომ განცხადებებს კითხულობთ, თქვენი არაკეთილმოსურნენი სერიოზულ ზარალს მოგაყენებენ განძი – თუ სიზმარში განძი იპოვეთ, მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ, რომელიც თქვენთვის მოულოდნელი და მეტად საჭირო იქნება გარგარი – სიზმარში გარგარის ბაღის ნახვა ნიშნავს, რომ მომავალი, რომელიც თქვენ ვარდისფერ ფერებში გესახებათ, სინამდვილეში რაღაც საწყენს გიმზადებთ. გარგარის ჭამა სიზმარში–არასასიამოვნო მოვლენებია. თუ ხედავთ, რომ სხვები ჭამენ გარგარს–თქვენი გარემოცვისაგან საინტერესო ურთიერთობებს არ უნდა მოელოდეთ და დროს სისულელეზე კარგავთ გარდაქმნა, გარდასახვა – სიზმარში ნებისმიერი მეტამორფოზები–ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების მომასწავებელია. ცვლილებების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, როგორი სახის გარდაქმნები გესიზმრებათ–საშიში,თუ პირიქით გარდერობი – სიზმარში საკუთარი გარდერობის ნახვა გაფრთხილებაა: თქვენი ბედი საფრთხეშია იმის გამო, რომ გინდათ თავი წარმოაჩინოთ უფრო მდიდრად, ვიდრე ხართ. თუ გესიზმრებათ თქვენი ღარიბული გარდერობი–ცხადში შეეცდებით უცნობ ადამიანებთან დაახლოებას გართობა – მუსიკა და ცეკვები სიზმარში სასიამოვნო ახალ ამბებსა და გართობას ნიშნავენ გასაღები – გასაღებები სიზმარში ნიშნავს მოულოდნელ
ცვლილებებს. თუ დაკარგეთ–ელოდეთ უსიამოვნებებს. გასაღების პოვნა ნიშანია
ოჯახური სიმშვიდისა და საქმის გამოცოცხლებისა. გატეხილი გასაღები
მოასწავებს გაყრას სიკვდილის ან ეჭვიანობის შედეგად. გასაჭირი – თუ სიზმარში სიღარიბე გაწუხებთ–თქვენ
სევდიანი ფიქრებით ცხოვრობთ, უარყოფთ რა ცხოვრების რეალურ სიხარულს. თუ
გესიზმრათ, რომ სიღარიბეს მოთმენით იტანთ, ნიშნავს, რომ მშვიდად გადაიტანთ
შემხვედრ უსიამოვნებებს და თქვენს თავზე ღრუბლებიც მალე გაიფანტებიან. გასეირნება, ექსკურსია – სოფლის მიდამოებში გასეირნება–მეგობრებთან განშორებას ნიშნავს. გოგონას ასეთი სიზმარი ბედნიერ ოჯახს ჰპირდება, მაგრამ მის ბედნიერებას მალე დაჩრდილავს უდროო დანაკარგი; ხანგრძლივი ექსკურსია–მნიშვნელოვანი სამეცნიერო ხასიათის კვლევებს ნიშნავს. თუ თქვენ ექსკურსიის მონაწილე გახდით, ცხადში ძლიერი კონკურენტები გამოგიჩნდებიან გასროლა – თუ სიზმარში გესროლეს და კვდებით, გელით თქვენ წინააღმდეგ განწყობილი მეგობრებისაგან მოულოდნელი შეურაცხყოფა, მაგრამ თუ შეძლებთ, თავი აარიდოთ სიკვდილს, ცხადში გაუმკლავდებით თქვენს შეურაცმყოფლებს გატეხვა – სიზმარში რაღაცის გატეხვა ცუდია. თუ სიზმარში მოიტეხეთ ხელი ან ფეხი–სამსახურში წარუმატებლობა გელით. ავეჯის გატეხვა–ჩხუბი ოჯახში და აფორიაქებული სულიერი მდგომარეობაა. ფანჯრის გატეხვა–მძიმე დანაკარგის ნიშანია. გატეხილი ბეჭდის ნახვა ცუდი ნიშანია: ცხოვრების ჩვეულ წესს შეცვლის უღირსი, სახიფათო კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე გაფრთხილება, სიფრთხილე – თუ თქვენ უფრთხილდებით ბავშვს, თქვენი იდეების სიწმინდე განაპირობებს ბედის კეთილგანწყობას. გაქცევა – სიზმარში გაქცევა–ძალზე არასასურველია. თუ
მას გათხოვილი ქალი ხედავს, მოუწევს თავისი ცხოვრების გადახედვა და ბევრი
რამის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი რეპუტაცია შეილახება და
ახლობლების პატივისცემას დაკარგავს. ახალგაზრდებს ეს სიზმარი შეყვარებულთან
დაშორებას აუწყებს. თუ სიზმარში თქვენი შეყვარებული ვინმესთან ერთად
გაიქცა, ცხადშიც იგივე მოხდება. გაღიზიანება – თუ სიზმარში რაიმეზე ხართ გაღიზიანებული–უსიამოვნებები გელით; თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ, უბრალოდ, გადაიღალეთ და ასეთ შემთხვევაში სიზმარს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი მტრების გაჩენას და მოსალოდნელ სიძნელეებს მოასწავებს. თუ სიზმარში თავად იწვევთ ვინმეს გაღიზიანებას, რაღაც გაუგებრობაში მოგიწევთ გარკვევა გაყიდვა – რაიმეს გაყიდვა სიზმარში უსიამოვნო საქმეებია. გაყინვა – თუ გესიზმრებათ, რომ გაითოშეთ, თქვენი მეგობარი ცდილობს ჩაგითრიოთ თაღლითობაში; ზოგჯერ კი ასეთი სიზმარი ავადმყოფობას ან უბედურ შემთხვევას გიქადით. გაშტერება – სიზმარში გაშტერება–მოასწავებს ავადმყოფობას ან რაღაც აფორიაქებას გაცვლა, შეცვლა – სიზმარში ყველანაირი საქმის კეთილ დასასრულს მოასწავებს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მან გადაწყვიტა თავისი რჩეული ახლო მეგობარში გაცვალოს, რეალურად იგი არ არის გოგონას სიყვარულის ღირსი, გოგონამ კი, უმჯობესია, გული სხვას გაუღოს. გაჭრა, დაჭრა – ფრინველის დაჭრა–ფინანსურ გასაჭირსა და სამსახურში კოლეგებისაგან უკმაყოფილებას ნიშნავს. თუ სიზმარში ხორცს ჭრით, ცხადში თქვენს კაპიტალს არასაიმედოდ დააბანდებთ გედი – სიზმარი წყნარ წყალში მოსეირნე თეთრ გედზე გპირდებათ პერსპექტივასა და სასიამოვნო მღელვარებას. შავი გედი სუფთა წყალში–ნიშანია საეჭვო სიამოვნებისა. თუ ნახეთ მკვდარი გედი–ეს ნიშნავს, რომ გელით ჯავრი და წყენა. თუ ნახავთ მფრინავ გედს–ელოდეთ ყველა სასიამოვნო წამოწყების სწრაფად დამთავრებას გემბანი – თუ დაგესიზმრათ, რომ შტორმის დროს დგახართ გემბანზე, ეს მოსალოდნელ გაჭირვებას მოასწავებს. შესაძლებელია, თქვენი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდეს. თუ ზღვა წყნარია და წინ კარგად ჩანს შუქურა, თქვენთვის წარმატების გზა ხსნილია. განსაკუთრებით კარგია ეს სიზმარი შეყვარებულთათვის გემი – თუ გემი სანაპიროს უახლოვდება–ეს ბედისაგან ნაბოძებ მოულოდნელ გართობას ნიშნავს. ზღვაში გამავალი გემი მცირეოდენ დანაკარგსა და იმედგაცრუებაზე მიანიშნებს გენეალოგიური შტო – სიზმარში თქვენი გენეალოგიური შტოს ნახვა–ზრუნვა და ოჯახური შფოთია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თქვენ სიხარულსა და სიმშვიდეს იგრძნობთ არა თქვენს, არამედ სხვის სახლში. თუ თქვენ უყურებთ სხვებს, რომლებიც თავის წარმომავლობას სწავლობენ, ე.ი. მოგიწევთ სიმართლისაგან უკან დახევა. თუ გენეალოგიურ ხეს შტოები აკლია, ცხადში მოგიწევთ მეგობრების მიღწევების იგნორირება გეოგრაფია – სიზმარში გეოგრაფიის სწავლა–მშვენიერი წინასწარმეტყველებაა საინტერესო შორეული მოგზაურობის შესახებ გეორგინები – კარგი ბედი ელის მას, ვისაც დაესიზმრება ახალი, ღია ფერის გეორგინები. გეტრები (ნახევარწინდა) – თუ სიზმარში იცვამთ ლამაზ გეტრებს–ცხოვრებაში ელოდეთ მრავალ სასიამოვნო მოვლენას გვალვა – გვალვა სიზმარში ძალიან ცუდია. ის მიმანიშნებელია შეუწყვეტელი ეროვნებათაშორისი კონფლიქტებისა, რომელიც შეიძლება სისხლისღვრაში გადაიზარდოს: შესაძლოა ხომალდების ჩაძირვა და კატასტროფები, ოჯახში–გაყრამდე მისული ჩხუბები, მძიმე ავადმყოფობა, ფინანსური კრახი. საერთოდ, ასეთი სიზმრის მერე საქმეები ალმაცერად მიდის გვამი – სიზმარში გვამის ნახვა მოასწავებს გაუხარებელ
მომავალს; აგრეთვე, მოსალოდნელია ცუდი პერსპექტივები კომერციაში. თუ გვამი
შავებშია ჩაცმული, მაშინ მალე გაიგებთ ახლობლის სიკვდილს ბრძოლის ველზე
ჯარის კაცების გვამები ნიშნავს სერიოზულ კონფლიქტებს პოლიტიკურ დაჯგუფებებს
შორის. გველგვესლა – თუ გველგვესლამ სიზმარში უკბინა თქვენს
მეგობარს, განსაკუთრებით თუ ეს ორჯერ მოხდა, შემდეგ კი ბუჩქებში მიიმალა,
ნიშანია სამწუხარო მოვლენისა, რომელიც შეგეხებათ შენ და შენს ახლობლებს. გველთევზა – თუ სიზმარში გველთევზა დაიჭირეთ–ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ გაგიმართლათ თევზაობაში–იღბალი ზურგს შეგაქცევთ. გველთევზა, რომელიც სუფთა, კამკამა წყალში მიცურავს, ქალებს ჰპირდება წუთიერ სიხარულს. მკვდარი გველთევზა მტერზე გამარჯვებას ნიშნავს. შეყვარებულებს ეს სიზმარი უქადის ხანგრძლივი და მტანჯველი რომანის დასრულებას გველი – სიზმარი გველებზე, ნებისმიერი ფორმით,
ბოროტების მაუწყებელია, თუ გველი ვიღაცას თავზე ესხმის–ბედთან ბრძოლისა და
სინდისის ქენჯნის ნიშანია. გვიმრა – გვიმრა სიზმარში არასასიამოვნო განცდების ნიშანია. თქვენი არსებობა სევდიანი იქნება. გვიმრის ყვითელი, გამხმარი ფოთლები თქვენი ახლობლების ავადმყოფობაზე მიანიშნებენ გვირაბი – თუ სიზმარში გვირაბში მიდიხართ, ნიშნავს უსიამოვნებებს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში. თუ თქვენსკენ მოდის მატარებელი–გემუქრებათ ავადმყოფობა. თუ მანქანით მგზავრობთ გვირაბში, რეალურ ცხოვრებაში სამსახურით არ იქნებით კმაყოფილი და თუ სადმე აპირებთ გამგზავრებას, მზად იყავით იმისათვის, რომ გექნებათ გულისწყვეტა. თუ სიზმარში იყურებით გვირაბში, გელით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე უბრალო სიტუაციაში გვირგვინი – გვირგვინი სიზმარში ნიშნავს ცხოვრეების
სტილის მთლიანად შეცვლას. გვირგვინის ნახვის შემდეგ სწრაფად წახვალთ
სამოგზაუროდ, სადაც ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ. ამ სიზმარს ცუდი მხარეც
აქვს–განუკურნებელი ავადმყოფობა. გვირგვინი (მცენარეების) – სიზმარში ახალი ყვავილებისაგან გაკეთებული გვირგვინის ნახვა ნიშანია სიმდიდრისა და დიდების არც თუ შორი პერსპექტივისა. დამჭკნარი გვირგვინი–ავადმყოფობა და სიყვარულის გაქრობაა. პატარძლის გვირგვინის ნახვა მოასწავებს გაწელილი და გართულებული მდგომარეობის დიდი ხნის ნანატრ ბედნიერ დასასრულს გზა – მოგზაურობა სიზმარში მოკირწყლული უცნობი ქუჩით,
ნიშნავს ახალ საქმეს, მცდელობას, რომელიც მოგიტანთ არა კმაყოფილებას,
არამედ მხოლოდ მწუხარებას და დროის ტყუი–უბრალოდ კარგვას. გზა, რომლის
კიდეებზეც ხეები და ყვავილებია, გპირდებათ მოულოდნელ წარმატებას. თუ თქვენ
ამ გზაზე დასეირნობთ მეგობრებთან ერთად, შეძლებთ ისეთი იდეალური ოჯახური
კერის შექმნას, სადაც ბავშვები ბედნიერი, ცოლ–ქმარი კი ერთმანეთის ერთგულნი
იქნებიან. გზატკეცილი – გზატკეცილი სიზმარში სასიამოვნო და სასარგებლო მოგზაურობას მოასწავებს გზაჯვარედინი – თუ სიზმარში გზაჯვარედინზე აღმოჩნდით, ცხადში ვერ მოახერხებთ ბედისგან ნაბოძები სასიკეთო მდგომარეობის გამოყენებას. თუ დაგესიზმრათ, რომ გზაჯვარედინზე დგახართ და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელ მხარეს წახვიდეთ, ეს მოასწავებს ბევრ უსარგებლო, მაგრამ მოსაბეზრებელ საქმეს. თუ სიზმარში გზაჯვარედინზე გზის არჩევას დაუფიქრებლად შეძლებთ–ფორტუნა გაგიღიმებთ გიტარა – თუ თქვენ სიზმარში ხელში იღებთ გიტარას ან მასზე უკრავთ, მოწმობს იმას, რომ მოხვდებით მხიარულ საზოგადოებაში, სადაც იპოვით თქვენს დიდ სიყვარულს. თუ გოგონა ხედავს აუწყობელ ან სიმგაწყვეტილ გიტარას, მას მალე გაუცრუვდება იმედები სიყვარულზე. თუ მას სიზმარში ესმის გიტარის ხმა, წინ უნდა აღუდგეს პირფერობასა და შეგონებას, რომლის უკან საფრთხე იმალება. მამაკაცებისათვის გიტარის დასიზმრება მოწოდებაა უაზრო გართობისაგან თავშეკავებისაკენ გიშერი – სიზმარში გიშრის ნახვა ნიშნავს საქმეში მცირეოდენ წინსვლას გლოვა – თუ სიზმარში ძაძებს ატარებთ, გემუქრებათ ავადმყოფობა. ძაძები სხვა ხალხზე–ვიღაცა უსაფუძვლოდ დაგადანაშაულებთ საკუთარ წარუმატებლობაში. შეყვარებულებს ეს სიზმარი ემუქრება გაუგებრობით ან განხეთქილებით გობელენი – სიზმარში ლამაზი გობელენით ტკბობა ნიშნავს, რომ თქვენ დაბადებული ხართ ლამაზი ცხოვრებისათვის, რომელზეც ოცნებობდით. თუ გობელენი მთელი, მაგრამ გაცვეთილია, ე.ი თქვენ ყველა სურვილს დაიკმაყოფილებთ. თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრება გობელენებით მორთული თავისი ოთახი, ის გათხოვდება მდიდარ და ცნობილ ადამიანზე გოგირდი – გოგირდი სიზმარში გაფრთხილების ნიშანია: საქმეში სიფრთხილე გამოიჩინეთ, თქვენ წინააღმდეგ ბინძური თამაში მზადდება. გოგირდის დაწვა ქონების დაკარგვის საშიშროებაა. თუ სიზმარში გოგირდი გადაყლაპეთ, თქვენ სიბერემდე შესანიშნავი ჯანმრთელობა გექნებათ გოგონები – ჯანმრთელი და ლამაზი გოგონები სიზმარში მოასწავებენ კარგ პერსპექტივასა და ოჯახურ სიხარულს. თუ გოგონა გამხდარი და ფერმკრთალია, მაშინ თქვენს ოჯახში ვიღაც ავად გახდება. თუ კაცი თავის თავს ნახავს გოგოდ–ცხადში მას ემუქრება განსჯის უნარის დაკარგვა, ან მსახიობი გახდება და შეასრულებს ქალის როლს გოლიათი – თუ სიზმარში უეცრად თქვენ გვერდით გოლიათი აღმოჩნდება, მზად იყავით სიძნელეებთან შესახვედრად. თუ გოლიათი შეძლებს თქვენს შეჩერებას, თქვენი მარცხი გარდაუვალია. თუ ის გარბის–ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გარანტირებული გაქვთ. გოლფი – თუ სიზმარში გოლფის მოთამაშე ხართ ან უყურებთ ამ ულამაზეს თამაშს–ელოდეთ სურვილების ასრულებას. თუ თამაშისას რაღაც გაუგებრობა წარმოიქმნა–ცხადში ვიღაც ბრიყვი ადამიანი დაგამცირებთ გომბეშო – გომბეშო სიზმარში წარუმატებელი თავგადასავალია. თუ გომბეშო დაესიზმრა ქალს–მისი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგება. სიზმარში ბაყაყის მოკვლის შემთხვევაში, ცხადში თქვენი შეხედულებები მკაცრად იქნება დაგმობილი. ბაყაყზე ხელის დადება ცუდის მომასწავებელი ნიშანია–შეიძლება დამნაშავედ გცნონ მეგობრის სიკვდილში გრამატიკა -თუ სიზმარში სწავლობთ გრამატიკას–ცხადში ძალიან მალე გააკეთებთ ბრძნულ არჩევანს იმ ვარიანტებიდან, რომელიც ბედმა შემოგთავაზათ. გრიგალი – თუ სიზმარში გრიგალმა დაგინგრიათ სახლი, რეალურ ცხოვრებაში მოგიხდებათ ხშირი გადასვლები და სამსახურის შეცვლა. თუ სიზმარში მხოლოდ თვალს ადევნებთ გრიგალის შედეგებს–უბედურებები თქვენ არ შეგეხებათ გუბე, წუმპე – თუ სიზმარში ჩავარდით სუფთა წყლის
გუბეში–წააწყდებით მცირე უსიამოვნებას, რომელსაც შეცვლის სასიხარულო
მოვლენა. თუ გუბე ჭუჭყიანია–მაშინ უსიამოვნებანი გარკვეული დროის
განმავლობაში თქვენი თანამგზავრი იქნება. თუ გუბეში ფეხები დაგისველდათ,
ნიშნავს: რაც დღეს გახარებდათ, სამწუხაროდ შემოგიტრიალდებათ. გუგული – თუ სიზმარში ხედავთ გუგულს, ეს მაუწყებელია თქვენი უზრუნველყოფილი ცხოვრების დასასრულისა. შესაძლოა, გაჭირვების მიზეზად იქცეს თქვენი მეგობრის სიკვდილი. სიზმარში გუგულის ხმის გაგონება ნიშანია ახლობლის ავადმყოფობისა და დიდი განსაცდელისა გუთანი – გუთანი სიზმარში განსაკუთრებული წარმატების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ გლეხი, რომელიც გუთანს მიჰყვება, მოგელით ძალზე შრომატევადი საქმიანობა, სწავლა და თქვენ ამას სერიოზულად მიუდგებით. თუ გოგონას დაესიზმრა შეყვარებული მთესველის სახით, მისი ქორწინება ბედნიერი და მყარი იქნება. თუ თავად მიჰყვებით გუთანს, მალე დიდი ქონების პატრონი გახდებით გულახდილობა – თუ გესიზმრათ თქვენი სასიამოვნო გულახდილობა–გელით სასიამოვნო პერსპექტივები. თუ სევდიანი გულახდილობა დაგესიზმრათ–წინააღმდეგობანი გადაგეღობებათ გული – თუ სიზმარში გულის ტკივილს გრძნობთ, საქმიან ურთიერთობებში სიძნელეები გელით. სიზმარში საკუთარი გულის ნახვა–ავადმყოფობის ნიშანია. რაიმე ცხოველის გული–ძლიერ მოწინააღმდეგეებთან კონფლიქტურ სიტუაციაში ჩავარდნის მაუწყებელია გულყვითელა (ყვავილი) – სიზმარში გულყვითელას ნახვა გპირდებათ დიდი წარმატებების მიღწევას თქვენი თავმდაბლობის წყალობით გულყრა – თუ სიზმარში გონებას კარგავთ, ვიღაცა ახლობელთაგან ავად გაგიხდებათ; ან შეიტყობთ ამბავს, რომელიც გეწყინებათ. თუ ასეთი სიზმარი ნახა ახალგაზრდა ქალმა, ე.ი. მისი ცხოვრების წესი მომავალში ბევრ იმედგაცრუებასა და მწუხარებას მოუტანს გუმბათი – თუ სიზმარში დგახართ შენობის გუმბათის ქვეშ და ათვალიერებთ უცნობ პეიზაჟს–ეს სიზმარი თქვენს ცხოვრებაში კარგი ცვლილებების მაუწყებელია: თქვენ საზღვარგარეთ ცნობილი ადამიანი გახდებით. გუმბათს თუ შორს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ დაკმაყოფილდებით თქვენი სურვილებით: თუ შეყვარებული ხართ, თქვენი შეყვარებული თქვენ მიმართ უყურადღებობას გამოიჩენს გუნდი (მომღერალთა) – თუ სიზმარში გუნდის სიმღერას ისმენთ–სიხარულს მალე მოწყენილობა შეცვლის. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი გუნდში მღერის, ცხოვრებაში ერთგული არ იქნება |