|
ზოგადი
თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ ცხოვრებისეული სიმყარე და მოთმინებით სვლა კარგი შედეგისკენ. ისინი ამაყობენ საკუთარი ნიჭით, მართალია ზოგჯერ უსაფუძვლოდ, და თუ ზარმაცები არ არიან, ძალას არ იშურებენ, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობები განივითარონ.
თხის რქები იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, ვისაც შეუძლია ისწავლოს მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გარესამყაროსთან ურთიერთობა არ უადვილდებათ: ისინი ამაყები არიან და დამოუკიდებლები ჩანან, მაგრამ ხშირად იტანჯებიან იმით, რომ გარშემომყოფთა სიმპათიას ვერ იმსახურებენ ან საკუთარი მოსაზრების დათმობა უწევთ. ერთი სიტყვით, თხის რქები კმაყოფილდებიან ვიწრო, მაგრამ თანამოაზრეებისგან შემდგარი წრით. გარდა ამისა, ისინი ვერ იტანენ სხვებზე დამოკიდებულებას, ამიტომ ხშირად ნაკლებად ცნობილი ადამიანების კამპანიას მარტოობას ამჯობინებენ. თხის რქები დიდწილად ეგოისტები არიან, თუმცა საკუთარ თავს სხვებზე უკეთესებად არ თვლიან; უფრო მეტიც, ბევრ თხის რქას მთელი ცხოვრება უწევს კომპლექსებთან ბრძლა და მთელ სამყაროზე განაწყენებულნი არიან, რომ სათანადოდ არ დააფასეს.
გარეგნულად მშვიდი თხის რქის ხასიათში იმალება მისი ლტოლვა ლიდერობისა და ძალაუფლებისკენ, რომელსაც ის უბრალოდ ვერ აკონტროლებს. სწორედ ასეთი ადამიანებისგან დგებიან ყველაზე დიდი ტირანები, თუ მათ არ აკავებთ ტრადიციები და ზნეობრივი ნორმები, რომლების მიმართ ერთგულებას თხის რქები ნამდვილად იცავენ.
მამაკაც-თხის რქას ახასიათებს გაუბედაობა, რომელიც ძლიერ ხასიათს ერწყმის. ასეთი ადამიანი ელის შექებას, მისი დამსახურებების აღიარებას, მაგრამ ღიად ამის თხოვნის ერიდება. თხის რქები ბავშვობაში ადვილად ემორჩილებიან უფროსებს, სამაგიეროდ მოზრდილ ასაკში ეწყებათ ხასიათის ცვლა, ხდებიან მეამბოხე და ამ დროს უფრო ემსგავსებიან მოზარდს. დაახლოებით ამავე პერიოდში მამაკაცი-თხის რქები ეძლევიან რომანტიკას.
ქალი-თხის რქები, მაშინაც კი, როცა კარიერის მწვერვალზე არიან, ყველაზე მეტად ოჯახს აფასებენ. შესანიშნავი ხელფასი და პრესტიჟული თანამდებობა არ აკმაყოფილებთ მათ თუ არ ჰყავთ მეუღლე, რომელიც აფასებთ და არ ქვთ კარგად მოწყობილი, მყუდრო სახლი. ასეთი ქალები იშვიათად ფიქრობენ თავიანთი ქცევის მიზეზებზე და არგუმენტაციას "ასე უფრო სასიამოვნოა" ან "ასეა საჭირო" - აბსოლიტურად საკმარისად თვლიან. შეიძლება სწორედ ამიტომ ქალი-თხის რქები იშვიათად არიან ვულგარულნი ან უხეშები; მათთვის საკმარისია იმის თქმა, რომ მსგავსი საქციელი საზოგადოებაში გაუმართლებელია და უხერხული სიტუაცია აღარ განმეორდება.
|











