აირჩიეთ ზოდიაქო


                     

    
კურო



ზოგადი
კუროებს აქვთ კეთილშობილი და დამოუკიდებელი ხასიათი. ძალის მიუხედავად, ისინი არ ჩქარობენ მის გამოყენებას, უფრო ხელსაყრელ მომენტს ელიან, მაგრამ ხშირად უშვებენ ამ მომენტს. შეუპოვარი შრომა და არა გამართლება, სტაბილურობა, და არა გარღვევა - ეს არის კუროების წარმატების გასაღები ცხოვრებაში. გადაწყვეტილებებში, ისევე როგორც ქცევაში, კუროები აუჩქარებლები არიან. კარგია თუ მათ მარტოობაში შეეძლებათ განსაჯონ - ამ ნიშნის ადამიანები თითქოს არ ექცევიან გავლენის ქვეშ, მაგრამ როცა საჭიროა სხვების აზრს თავისად ღებულობენ. კუროები ჩვეულებრივ კეთილები არიან, თუმცა სიკეთის გამოხატვაში მოხაერხებულობა აკლიათ, თან ძალიან ჯიუტები არიან. გარდა ამისა, ისინი ხშირად ჯიუტად ახვევენ თავს საკუთარ აზრს სხვებს, მოუწოდებენ მათ მიბაძონ და არც გავლენის სხვა მეთოდებზე ამბობენ უარს. ტყუილი მათ არ უყვართ, თუმცა ზოგჯერ იტყუებიან ისე, რომ მათი სიტყვები ნდობას იწვევენ. კუროები ისწრაფვიან დაიმსახურონ გარშემომყოფთა პატივისცემა და აღფრთოვანება, ამიტომ დიდ ყურადრებას აქცევენ როგორ აცვიათ, ცდილობენ წარმატებულები გამოჩნდნენ, თუმცა შეიძლება ასეთი საერთოდაც არ იყვნენ. საკუთარ მიზნებსა და დამოკიდებულებებში კუროები სტაბილურები არიან. მათ შეუძლიათ ჩანაფიქრი გადადონ, მაგრამ თავის გეგმებს არასოდეს არ ივიწყებენ. მეგობრებს ადრეულ ასაკში იძენენ, როცა მათი ხასიათი განსაკუთრებით მოქნილია და ინარჩუნებენ მთელი ცხოვრების მანძილზე. კუროებს არ ახასიათებთ სისასტიკე და სამაგიეროს გადახდის სურვილი, მაგრამ ტყუილს და ღალატს არ პატიობენ, დიდხანს და მტკივნეულად გადააქვთ წყენა. ქალი-კუროები სულიერად ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ რბილად იქცევიან. მათთვის დამახასიათებელია ნაზი შეუპოვრობა და არააგრესიული სიჯიუტე. საკუთარი მშვენიერების დამტკიცებას არ დაიწყებენ. მთელი მათი თავდაჯერებულობა იმაშია, რომ სწამთ, დადგება დრო და ეს ცხადი გახდება, ამ მომენტს კი მოთმინებით ელიან, ზოგჯერ მთელი ცხოვრება. მამაკაცი-კუროები გაუგებარი გზით აერთიანებენ თავიანთ სიმშვიდეს და განსჯის უნარს. ისინი მიდრეკილნი არიან ყველაფერში დომინირებისკენ და ამასთან სამსახურში ხელმძღვანელის მითითებებს მშვიდად ემორჩილებიან, აიგნორებენ ცოლის თხოვნებს ჩვეული სიჯიუტით.