|
ზოგადი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მორიდებულები, მომხიბვლელები და მეგობრულები არიან. ისინი არავის აწყენინებენ წვრილმანების გამო და ცდილობენ ტკივილი არ მიაყენონ ახლობელ ადამიანებს, რომელთა მისწრაფებებს და სურვილებს ხვდებიან კარგად განვითარებული ინტუიციის წყალობით.
მომავლის წინასწარმეტყველება სასწორებს გამაოგნებლად ზუსტად შეუძლიათ, განსაკუთრებით ხასიათის მიხედვით. ისინი წარმატებულები და მხიარულები ჩანან, ყოველთვის გახსნილები ურთიერთობისთვის, თუმცა სასწორების ნატურა საწინააღმდეგოა და ცხოვრების ზოგიერთ პერიოდში ისინი ნამდვილ ურჩხულს ემსგავსებიან. სასწორების ბნელი მხარე იმდენად მიუღებელია, რამდენადაც მათი ნათელი მხარე. დროდადრო კაპრიზულობის, ნერვოზულობისა და სიავის გამო, ამ ნიშნის ადამიანები რისკავენ მეგობრების დაკარგვით, რომლებიც მიჩვეულნი არიან მათ სრულიად სხვაგვარ ქცევას. არასტაბილურები არიან სასწორები ცხოვრების წესშიც: აქტიურობა და დაუცხრომლობა პერიოდულად იცვლება სრული აპათიით, როცა არავის და არაფერს არ შეუძლია მათი ყურადღების მიქცევა. გამონაკლისს წარმოადგენენ წიგნები: სასწორებს კითხვა უყვართ ყოველთვის და კონცენტრირების კარგი უნარის წყალობით რთულ, უცნობ სფეროებზე არესებულ მასალასაც კარგად ითვისებენ და ამით დიდ სიამოვნებას იღებენ.
სასწორები, რომლებმაც იციან საკუთარი ხასიათის არასტაბილურობის შესახებ, ცდილობენ ცხოვრებას მიუდგნენ რაციონალურად და აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა ხშირად, თავადაც ვერ ხვდებიან ისე, ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ და ისე იქცევიან, როგორც მათგან ელიან. სასწორები არ ენდობიან საკუთარ ინტუიციას - როცა ამას ისწავლიან, ძალიან ბევრ შეცდომას აიცილებენ თავიდან.
მამაკაცი-სასწორები ძალიან გულუხვები არიან, როგორც ფულის საკითხში, ისე სინდისში. ლოგიკასა და ცივ გონებაზე დაყრდნობით, ისინი ადამიანის ფსიქოლოგიას უარყოფენ, როგორც ნაკლებადმნიშვნელოვან ფაქტორს. საკუთარ სურვილებს ისინი ხშირად კრიტიკული ფორმით გამოხატავენ და ავიწყდებათ, რომ სხვებისთვის მნიშვნელოვანია მეგობრული მხარდაჭერა. სხვების შეცდომების დანახვისას, სასწორები არ ამჩნევენ საკუთარს და ხშირად ამის გამო წარმოჩინდებიან საკუთარი თავით ზედმეტად კმაყოფილები.
ქალი-სასწორები მთელ თავიანთ მომხიბვლეობასთან ერთად, დაჯილდოვებულნი არიან რიგი მამაკაცური ნიშნებით და მათ ეს კარგად იციან. მომხიბვლელობისა და მსუბუქი ხასიათის უკან საკმაოდ მყარი ზნეობა დგას. ერთი სიტყვით, ამ ნიშნის ქალბატონები არ ავლენენ საკუთარ აღმატებულებას სხვებზე, ამიტომ ურთიერთობებში ისინი სასიამოვნო და კეთილგანწყობილნი არიან.
|











